მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინი და ზახაროვა გიჟები არიან - ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი

ბენ უოლესი და ვლადიმერ პუტინი

„რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს არასრულფასოვნების კომპლექსი აქვს“. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა. მან ასევე ვარაუდი გამოთქვა, რომ პუტინი გიჟია. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. 

როგორც უოლესმა LBC Radio-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რუსეთის პრობლემა მარტო პუტინში არ მდგომარეობს. საქმე ისაა, რომ რუსეთში არსებობს შეხედულება, რომლის მიხედვით გარკვეულ ქვეყნებს ნაკლები უფლება აქვთ, ვიდრე სხვებს.

უოლესმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვაც გააკრიტიკა.

„ეს ქალბატონი, როგორც რაღაცა კომედიაში, მუდმივად გამოდის განცხადებებით და ბირთვული ბომბით და მსგავსი რამეებით იმუქრება. ის ისეთივე გიჟია, როგორც პუტინი“, - განაცხადა ბრიტანელმა მინისტრმა.

უოლესის ამ განცხადებას მარია ზახაროვა უკვე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ცდილობს მსოფლიოში თავი დაიმკვიდროს, როგორც უკანასკნელმა მატყუარამ.

„მომიყვანეთ ერთი მაგალითი მაინც, როდესაც მე ვინმეს ბირთვული ბომბებით ვემუქრებოდი. ეს არის ცილისწამება და ფეიკების გავრცელება“, - განაცხადა მან. თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ბრიტანელი მინისტრის განცხადებებს თავხედობა უწოდა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ თავის ტელეგრამ-არხზე მარია ზახაროვამ შეაფასა 1982 წელს გამოსული წიგნი „ბრიტანეთის განადგურება ბირთვულ ომში“. მან დაწერა, რომ გაერთიანებული სამეფო ყველაზე დაუცველია მაშინ, როდესაც ქვეყნის საკვანძო პოზიციებს იკავებენ ადამიანები, როგორიცაა ბორის ჯონსონი, ბენ უოლესი და ლიზ ტრასი. 

ამავე თემაზე: 

🔴 „დასრულების ვადებზე საუბარი არასწორია“ - ვლადიმერ პუტინი

🔴 „არავითარი ტერორისტული თავდასხმა იქ არ მომხდარა“ - პუტინი კრემენჩუგში მომხდარ თავდასხმაზე

🔴 „სტოლტენბერგი ნაადრევად ხარობს, სკოლაში გეოგრაფია არ უსწავლია“ - ვიაჩესლავ ვოლოდინი

🔴 „წლების განმავლობაში, ნატო ძალიან გულუბრყვილო იყო რუსეთთან მიმართებაში“ - ესპანეთის პრემიერ-მინისტრი