მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არავითარი ტერორისტული თავდასხმა იქ არ მომხდარა“ - პუტინი კრემენჩუგში მომხდარ თავდასხმაზე

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი

„რუსული არმია არ ესხმის სამოქალაქო ობიექტებს“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. 

რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ თავდასხმა იარაღის საწყობზე განხორციელდა და არა სავაჭრო ცენტრზე. 

„არავითარი ტერორისტული თავდასხმა კრემენჩუგში არ მომხდარა. რუსეთის არმია არ ესხმის არცერთ სამოქალაქო ობიექტს. ამის საჭიროება არ არის. ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა, განვსაზღვროთ სად არის შორი დისტანციის იარაღი“, - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი. 

ცნობისთვის, რუსულ სარაკეტო თავდასხმას, რომელიც უკრაინის ცენტრალურ ქალაქ კრემენჩუკში ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრზე განხორციელდა, განახლებული მონაცემებით, 13 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 59. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 „დასრულების ვადებზე საუბარი არასწორია“ - ვლადიმერ პუტინი

🔴 პუტინი და ზახაროვა გიჟები არიან - ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი

🔴 „სტოლტენბერგი ნაადრევად ხარობს, სკოლაში გეოგრაფია არ უსწავლია“ - ვიაჩესლავ ვოლოდინი

🔴 „წლების განმავლობაში, ნატო ძალიან გულუბრყვილო იყო რუსეთთან მიმართებაში“ - ესპანეთის პრემიერ-მინისტრი