მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„წლების განმავლობაში, ნატო ძალიან გულუბრყვილო იყო რუსეთთან მიმართებაში“ - ესპანეთის პრემიერ-მინისტრი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი

წლების განმავლობაში, ნატოს წევრები გულუბრყვილოები იყვნენ რუსეთთან ურთიერთობაში, - ამის შესახებ CNN-ს ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განუცხადა.

მადრიდში, ნატოს სამიტზე გამოსვლისას სანჩესმა აღნიშნა, რომ ნატო პუტინს მკაფიო გზავნილს უგზავნის, რომ ალიანსი აპირებს მხარი დაუჭიროს უკრაინას და მზადაა ოფიციალურ კიევს დახმარება აღმოუჩინოს იქამდე, ვიდრე რუსული ჯარები არ დატოვებენ ქვეყანას, პატივს არ სცემენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და ეროვნულ სუვერენიტეტს.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის, განსაკუთრებით ნატოს მოკავშირეების და, რა თქმა უნდა, „დიდი შვიდეულის“, ერთიანობისა და ერთგულების გზავნილი, რათა შესაძლებელი გახდეს იმ სცენარში დაბრუნება, სადაც სხვადასხვა ქვეყანა, განსაკუთრებით კი ამ შემთხვევაში რუსეთი, პატივს სცემენ წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, რომელსაც ძირი გამოეთხარა უკრაინაში მიმდინარე ამ საშინელი ომის გამო“, - დასძინა სანჩესმა.

კითხვაზე, იყო თუ არა შეცდომა რუსეთის „სტრატეგიულ პარტნიორად“ განხილვა 2010 წელს, პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ „ნატო შეეცადა, მიეცა რუსეთისა და პუტინისთვის შესაძლებლობა, თუმცა შესაძლოა, წლების განმავლობაში, ჩვენ ვიყავით ცოტა გულუბრყვილოები რუსეთთან ჩვენს ურთიერთობაში“.

„დღეს ვხედავთ ექსპანსიონისტურ და იმპერიალისტურ ქცევას პუტინისა და მისი რეჟიმის მიერ და ეს მიუღებელია. მნიშვნელოვანია, ის რასაც ახლა ჩვენ მადრიდის ამ სამიტზე ვამტკიცებთ, რითაც რუსეთს განსაზღვრავთ, როგორც სტრატეგიულ საფრთხეს ჩვენი მოკავშირეებისთვის, და განვსაზღვრავთ საშუალებებს, ინსტრუმენტებს რომლის გამოყენებასაც ვაპირებთ, რათა ვუპასუხოთ ამ გლობალურ საფრთხეს“, - განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ამავე თემაზე: 

🔴 „დასრულების ვადებზე საუბარი არასწორია“ - ვლადიმერ პუტინი

🔴 „არავითარი ტერორისტული თავდასხმა იქ არ მომხდარა“ - პუტინი კრემენჩუგში მომხდარ თავდასხმაზე

🔴 „სტოლტენბერგი ნაადრევად ხარობს, სკოლაში გეოგრაფია არ უსწავლია“ - ვიაჩესლავ ვოლოდინი

🔴 პუტინი და ზახაროვა გიჟები არიან - ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი