მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დასრულების ვადებზე საუბარი არასწორია“ - ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მისმა ჯარებმა უკრაინაში დასახულ მიზნებს მიაღწიეს. 

პუტინისთვის თქმით, არ შეცვლილა უკრაინაში სპეცოპერაციის მიზანი, რომლის შესახებაც მან 24 თებერვალს განაცხადა, თუმცა შესაძლოა, ტაქტიკა განსხვავებული იყოს.

„საბოლოო მიზანი - ეს არის დონბასის გათავისუფლება, ამ ხალხის დაცვა და ისეთი პირობების შექმნა, რომელიც თავად რუსეთის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. სულ ეს არის. სამუშაო მიდის მშვიდად, რიტმულად. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა. 

რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.

მისი თქმით, ე.წ. „სპეცოპერაციის“ დასრულების ვადებზე საუბარი არასწორია.

„არ არის საჭირო ვადებზე საუბარი და არასოდეს ვლაპარაკობ ამაზე, რადგან ეს არის ცხოვრება, ეს არის რეალური რამ. გარკვეულ ვადებში მოქცევა არასწორია“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ამავე თემაზე: 

🔴 პუტინი და ზახაროვა გიჟები არიან - ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი

🔴 „სტოლტენბერგი ნაადრევად ხარობს, სკოლაში გეოგრაფია არ უსწავლია“ - ვიაჩესლავ ვოლოდინი

🔴 „არავითარი ტერორისტული თავდასხმა იქ არ მომხდარა“ - პუტინი კრემენჩუგში მომხდარ თავდასხმაზე

🔴 „წლების განმავლობაში, ნატო ძალიან გულუბრყვილო იყო რუსეთთან მიმართებაში“ - ესპანეთის პრემიერ-მინისტრი