მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც რუს სამხედროებზე „ყალბი“ ამბების გამავრცელებლები 15 წლით თავისუფლების აღკვეთით დაისჯებიან 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადმიერ პუტინი

პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც რუს სამხედროებზე „ყალბი“ ამბების გამავრცელებლები 15 წლით თავისუფლების აღკვეთით დაისჯებიან, - ამის შესახებ რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს

კანონი ვრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც რუსეთის შეიარაღებული ძალების საქმიანობის შესახებ შეგნებულად „ცრუ ინფორმაციას“ ავრცელებენ და რუსული ჯარების „დისკრედიტაციით“ არიან დაკავებული.

დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სასჯელი ჯარიმიდან (მილიონ-ნახევარი რუბლი) თავისუფლების 15 წლამდე აღკვეთამდე იქნება.

კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების გამო არაერთმა რუსულმა მედიასაშუალებამ გამოაცხადა მუშაობის შეჩერება ან გადაწყვეტილება უკრაინაში ომის შესახებ მასალების წაშლისა და საომარი მოქმედებების გაშუქებაზე უარის თქმის შესახებ. 

ამავე თემაზე:

🔴 რუსეთს ომის გასაგრძელებლად კვირამდე აქვს რესურსი, შემდეგ კოლაფსი ელის - ბულგარელი ექსპერტი

🔴 რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაზიანებას? - სპეციალისტის განმარტება

🔴 „კადიროველებმა ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები მოკლეს“ - დავით არახამია

🔴 „უკრაინაში მომავალი დღეები, სავარაუდოდ, უარესი იქნება“ - იენს სტოლტენბერგი

🔴 „მე კი შენთვის ერთ გროშსაც არ გადავიხდიდი“ - ანდრეი ბილეცკი კადიროვს პასუხობს