მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კადიროველებმა ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები მოკლეს“ - დავით არახამია

დავით არახამია

ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა დავით არახამიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კადიროველებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ცეცხლი გახსნეს. კერძოდ, მათ მოკლეს სადგურის რამდენიმე თანამშრომელი. ამის შესახებ RBC წერს.

„კადიროველებმა ატომურ ელექტროსადგურზე მოკლეს რამდენიმე თანამშრომელი, რომლებიც აკონტროლებდნენ ბირთვულ უსაფრთხოებას. ვერ გეტყვით, რა არის ამ ჩეჩენი ბოევიკების გონებაში“, - განაცხადა არახამიამ.

არახამიამ, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგივე შეიძლება მოხდეს სამხრეთ უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე.

„ამ საკითხზე ყველა უნდა გაერთიანდეს. შემდეგ შეიძლება სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგური დაიკავონ. ეს არის საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხე ბირთვულ ობიექტებზე“, - დასძინა მან.

შეგახსენებთ, 4 მარტს დილით რუსმა დამპყრობლებმა ტანკებიდან ცეცხლი გაუხსნეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის პირველ ელექტროსადგურს, რის შემდეგაც იქ ხანძარი გაჩნდა. დილის 7 საათზე ხანძარი ლიკვიდირებული იყო. მაშველების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მსხვერპლი და დაშავებული არ ყოფილა.

ამავე თემაზე: 

🔴 რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაზიანებას? - სპეციალისტის განმარტება

🔴 „უკრაინაში მომავალი დღეები, სავარაუდოდ, უარესი იქნება“ - იენს სტოლტენბერგი

🔴 „მე კი შენთვის ერთ გროშსაც არ გადავიხდიდი“ - ანდრეი ბილეცკი კადიროვს პასუხობს

🔴 „კადიროველებმა ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები მოკლეს“ - დავით არახამია

🔴 ასეულიდან ოთხი ჯარისკაცი გადარჩა - რუსი სენატორი უკრაინაში დანაკარგებზე საუბრობს (ვიდეო)

🔴 განადგურებულია კადიროველთა კიდევ ერთი კოლონა - ვიდეო

🔴 „ახლა ამერიკელებმა ცოცხებით იფრინონ“ - დიმიტრი როგოზინი

🔴 კიევთან ახლოს რუსი სამხედროები ერთმანეთს დაერიენ

🔴 თუ უკრაინა ვერ გადარჩება, ევროპაც ვერ გადარჩება... თუ ჩვენ დავეცით, თქვენც დაეცემით - ვოლოდიმირ ზელენსკი