მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაზიანებას? - სპეციალისტის განმარტება

ატომური ელექტროსადგურები უკრაინაში

ბიომრავალფეროვნების სახეობათა კონსერვაციის ცენტრ „ნაკრესის” წარმომადგენელი კახა არცივაძე ატომური ელექტროსადგურების, უფრო კონკრეტულად კი უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში ატომურ ელექტროსადგურში საომარი მოქმედებების დროს გაჩენილი ხანძრის შესახებ წერს და განმარტავს თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს სადგურის უნებლიეთ დაზიანებას. 

არცივაძის თქმით, უკრაინის ელექტროსადგურები ჩერნობილისგან განსხვავებით ბეტონის კონსტრუქციით არის დაცული. 

„ზაპოროჟიეს ატომური სადგურის გარშემო პატარა განმარტება მინდა გავაკეთო, თორემ ათასი ჭორი დადის.
ეს მართლაც საკმაოდ დიდი სადგურია, სადაც არის 6 რეაქტორი, რომელთა ჯამური სიმძლავრე 6000 მეგავატია (თითოეული 1000 მგვტ). რომ წარმოვიდგინოთ მთელი საქართველოს მოხმარებაა 2000 მგვტ-ის ფარგლებში.

განსხვავებით ჩერნობილის სადგურისგან ეს ბლოკები არის დაცული ბეტონის კონსტრუქციით, რომელმაც იდეაში თვითმფრინავის დაცემასაც უნდა გაუძლოს.

აღნიშნული 6 ბლოკიდან უკრაინელი სპეციალისტების ინფორმაციით, ჩართული იყო მხოლოდ ერთი. სულ უკრაინაში 15 რეაქტორია.

რუსები იძახიან, რომ სადგურს გუშინდელს მერე მთლიანად ვაკონტროლებთო.

სავარაუდოდ, გუშინ ღამით შეტაკებისას ცეცხლი გაუჩნდა სადგურის მიმდებარედ მდებარე სავარჯიშო-სასწავლო ცენტრის შენობას, სადაც სადგურის პერსონალი გადის ტრენინგს. უშუალოდ რეაქტორებთან ან/და სადგურის მართვის სისტემებთან ამ შენობას კავშირი არ აქვს, ამიტომაც ამ ეტაპზე არანაირი საფრთხე საბედნიეროდ არ არის 

თუმცა:

1️⃣ ასეთი უნებლიე შეტაკებების შედეგად შეიძლება შემთხვევით (მიზანმიმართულ ქმედებას თავი დავანებოთ) დაზიანდეს რეაქტორი, რაც გამოიწვევს რადიოაქტიური ნივთიერებების გამოფრქვევას და ეკოლოგიურ კატასტროფას.

2️⃣ გარდა რეაქტორისა შეიძლება დაზიანდეს მართვის ბლოკი ან თუნდაც საავარიო სისტემა.

3️⃣ კრიზისის დროს როგორც წესი ბლოკები ითიშება (სავარაუდოდ ამიტომაც იყო ჩართული მხოლოდ ერთი ბლოკი), თუმცა მათ გარკვეული დროის განმავლობაში მაინც სჭირდებათ გაგრილება საავარიო რეჟიმში.
ამ პროცესს როგორც წესი გათიშვიდან ერთი კვირა მაინც სჭირდება.

4️⃣ მოქმედი ან თუნდაც გათიშული ბლოკის მართვის სისტემის ან საავარიო გაგრილების სისტემის დაზიანებას შეიძლება მოყვეს ავარია. ზუსტად ეს მოხდა ფუკუსიმას სადგურზე. იქ მიწისძვრამ ვერ დააზიანა სადგური, თუმცა ბლოკები ავარიულად გამოირთო. სამწუხაროდ ცუნამის შედეგად დაიტბორა ავარიული გაგრილების სისტემა. შედეგად ავარიულად გამორთული რეაქტორი ვერ გაგრილდა და მოხდა ავარია.

5️⃣ ზუსტად ანალოგიური სიტუაციის იმიტაციას და გამოცდას 1986 წელს მოყვა ჩერნობილის აფეთქება.

6️⃣ ჩერნობილთან რისკი არა მარტო დაზიანებული რექტორის სარკოფაგია, არამედ საშიშია მიმდებარე ტყეებში ხანძრის გაჩენაც.

რადიაციულ ზონებში ბევრგან ხეებს შთანთქმული აქვთ რადიოაქტიური ნივთიერებები, რომლებიც ხანძრის შემთხვევაში მოხვდება ატმოსფეროში.

ბევრი ასეთი ხე გამხმარია და ადვილად შეიძლება მოეკიდოს ცეცხლი. შესაბამისად როგორც ჩერნობილთან ასევე სხვა სადგურებთან რაიმე ოპერაციების ჩატარება არის ძალიან საშიში. მათ შორის რუსეთისთვის (მათ საზღვართან ახლოს არის).

კარგია, რომ უკრაინელები სერიოზულ ოპერაციებს ასეთ სადგურებთან არ ატარებენ, თუმცა გუშინდელის არ იყოს და შემთხვევით ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, - წერს კახა არცივაძე. 

შეგახსენებთ, უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში ატომურ ელექტროსადგურში ხანძარი იყო.  უკრაინული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი რუსეთის მიერ ატომურ ელექტროსადგურზე მიტანილი იერიშის შედეგად გაჩნდა.

ამავე თემაზე: 

🔴 რუსეთს ომის გასაგრძელებლად კვირამდე აქვს რესურსი, შემდეგ კოლაფსი ელის - ბულგარელი ექსპერტი

🔴 „კადიროველებმა ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები მოკლეს“ - დავით არახამია

🔴 „უკრაინაში მომავალი დღეები, სავარაუდოდ, უარესი იქნება“ - იენს სტოლტენბერგი

🔴 „მე კი შენთვის ერთ გროშსაც არ გადავიხდიდი“ - ანდრეი ბილეცკი კადიროვს პასუხობს

🔴 „კადიროველებმა ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები მოკლეს“ - დავით არახამია

🔴 ასეულიდან ოთხი ჯარისკაცი გადარჩა - რუსი სენატორი უკრაინაში დანაკარგებზე საუბრობს (ვიდეო)

🔴 განადგურებულია კადიროველთა კიდევ ერთი კოლონა - ვიდეო

🔴 „ახლა ამერიკელებმა ცოცხებით იფრინონ“ - დიმიტრი როგოზინი

🔴 კიევთან ახლოს რუსი სამხედროები ერთმანეთს დაერიენ

🔴 თუ უკრაინა ვერ გადარჩება, ევროპაც ვერ გადარჩება... თუ ჩვენ დავეცით, თქვენც დაეცემით - ვოლოდიმირ ზელენსკი