მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინს საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე წარდგენა ემუქრება, ან ბუნკერში სამარცხვინო სიკვდილი - ვასილ მალიუკი

რუსეთის პრეზიდენტი

რუსეთის დიქტატორის ვლადიმერ პუტინის ბედი ორი ვარიანტიდან ერთ-ერთი იქნება. მას საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე წარდგენა ემუქრება, ან ბუნკერში სამარცხვინო სიკვდილი, - ამის შესახებ RBC-Ukraine უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ ვასილ მალიუკზე დაყრდნობით იუწყება.

„ის არის ბუნკერის ბაბუა. ის ნამდვილად ცხოვრობს თავის მტკივნეულ სამყაროში და მას ორი ვარიანტი შეემთხვევა: ან განსასჯელის სკამი ჰააგაში, ან სამარცხვინო სიკვდილი სადმე ალთაის ბუნკერში“, - აღნიშნა მალიუკმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რეალურია თუ არა სცენარი, რომ პუტინი და მისი გარემოცვა  სასამართლოს წინაშე აღმოჩნდნენ, მან უპასუხა, რომ დაზვერვას აქვს მათი დანაშაულის მტკიცებულებები.

„უკრაინის უშიშროების სამსახურმა, სხვა სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობით, უკვე ჩამოაყალიბა მტკიცებულებების „უნიკალური კოლექცია“ მომავალი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოებისთვის. ჩატარდა ძალიან ფართომასშტაბიანი ფარული საგამოძიებო ტექნიკური ღონისძიებები. ჩვენ გვაქვს ბევრი საინტერესო აუდიო ფაილი. ამიტომ ყველაფერს თავისი დრო აქვს“, - დასძინა მალიუკმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 უკრაინის სამხრეთ ფრონტზე ვითარება სტაბილურია, ოკუპანტის უკან დახევის ნიშნები არ შეინიშნება - უკრაინელი პოლკოვნიკი

👉 „ყველაზე ცხელი წერტილი ბახმუტია, იქ ჯოჯოხეთური ვითარებაა“ - სერგეი გაიდაი

👉 რუსეთში საყოველთაო მობილიზაციისა და საზღვრების ჩაკეტვის საკითხს განიხილავენ - დანილოვი

👉 უკრაინაში ომის დასრულების დროს უსაფრთხოების გარანტიები უნდა მიიღოს, როგორც უკრაინამ, ასევე, რუსეთმა - ემანუელ მაკრონი

👉„პუტინს არ სურს დამნაშავე იყოს“ - უოლესმა რუსეთის ფედერაციის სარდლობაში სავარაუდო ცვლილებების შესახებ განაცხადა