მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რას ნიშნავს რუსეთისთვის უკრაინაში მისი გენერლების ლიკვიდაცია? - სამხედრო ექსპერტის განმარტება

რას ნიშნავს რუსეთისთვის უკრაინაში მისი გენერლების ლიკვიდაცია

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან შვიდი რუსი გენერალი ლიკვიდირებულია. 10 წლის განმავლობაში ავღანეთში სსრკ-მ დაკარგა ხუთი გენერალი. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს. 

უკრაინაში ლიკვიდირებული რუსი გენერლები:

✔️ მაგომედ თუშაევი

✔️ ანდრეი სუხოვეცკი

✔️ ვიტალი გერასიმოვი

✔️ ანდრეი კოლესნიკოვი

✔️ ოლეგ მიტიაევი

✔️ ანდრეი მორდვიჩევი

✔️ იაკოვა რიაზანცევი

„მეორე მსოფლიო ომთან შედარებით კი, ეს რიცხვი უზარმაზარია. მაშინ ომში დაღუპულთა რიცხვი თვეში არასოდეს აღემატებოდა ერთ ან ორ გენერალს. და აქ უკვე 7-ია“,- აღნიშნა სამხედრო ექსპერტმა ოლეგ ჟდანოვმა.

მოგეხსენებათ, გენერალი რუსეთის ფედერაციაში უმაღლესი სამხედრო წოდებაა, ერთი ასეთი დივიზიის ჯამური სიმძლავრე 15 000-მდე ჯარისკაცია. უკრაინაში გენერლების მაღალი სიკვდილიანობის მთავარ მიზეზად ჟდანოვი რუსული არმიის ცუდ მუშაობას უკავშირებს. მისი თქმით, რუსული არმია ცუდად მუშაობს მომარაგებითა და კომუნიკაციებით. 

„იმისთვის, რომ რეალური სურათი გვქონდეს, რუსეთის გენერალური შტაბი აიძულებს დივიზიის საკონტროლო ორგანოებს მაქსიმალურად მიუახლოვდნენ ჯარებს. ისინი, ასევე, იძულებულნი არიან იყვნენ სარდლობის ძალა და აიძულონ პერსონალი მონაწილეობა მიიღონ საომარ მოქმედებებში და ამიტომ ისინი იძულებულნი არიან მაქსიმალურად ახლოს იყვნენ საომარი მოქმედებების ადგილთან. შესაბამისად, ისინი ექცევიან ბრძოლის წინა ხაზზე“, - განმარტავს სამხედრო ექსპერტი.

ექსპერტი უკრაინაში შვიდი რუსი გენერლის ლიკვიდაციას აგრესორი ქვეყნის კოლოსალურ დანაკარგს უწოდებს.

მისივე თქმით, რუსული არმია აგებულია სარდლობის ერთიანობის მკაცრ პრინციპზე - მეთაურის როლი კონტროლის სისტემაში გადამწყვეტია.

„მისი {გენერლების} გარდაცვალება ტრაგედიაა პერსონალისთვის. მოადგილე რომც დაინიშნოს, შეიძლება არ ისარგებლოს ასეთი ავტორიტეტით, არ ჰქონდეს ისეთი თვისებები, როგორიც მის წინამორბედს ჰქონდა. შესაბამისად, ადამიანი იწყებს გადაწყვეტილების მიღებას სრულიად განსხვავებული სტილით, რაც ძალიან ცუდად მოქმედებს ჯარების კონტროლირებაზე და მათ საბრძოლო მისიების შესრულებაზე“, - აცხადებს ჟდანოვი.

გენერალური შტაბის შეფასებით, 27 მარტის დილის მდგომარეობით, უკრაინაში რუსი პერსონალის ჯამური დანაკარგი დაახლოებით 16 600 ადამიანს შეადგენს.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „თუ საქართველო და მოლდოვა თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით დაკავდებიან, ეს აუცილებლად დაგვეხმარება“ - დანილოვი

👉 ოკუპანტები დონბასში უკრაინული ძალების ალყაში მოქცევას შეეცდებიან - ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

👉 🎥„როდესაც იდიოტები ომობენ“ - პოპასნაში რუსმა ოკუპანტებმა ნაღმსატყორცნებიდან საკუთარ პოზიციებს ესროლეს

👉 განადგურებულია 16 600-ზე მეტი ჯარისკაცი, 1 664 ჯავშანტექნიკა, 582 ტანკი - რუსული არმიის დანაკარგი

👉 რუსეთი იაპონიის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ სადავო კუნძულებზე წვრთნებს ჩაატარებს

👉 „მთიანი ყარაბაღი არ არსებობს, ეს აზერბაიჯანია“ - აზერბაიჯანული მხარე რუსეთს პასუხობს