მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

„რაც ბატონმა ჯონსონმა თქვა, სიცრუეა“ - დმიტრი პესკოვი

დიმიტრი პესკოვი, ბორის ჯონსონი

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ თებერვლის სატელეფონო საუბრისას სავარაუდო „მუქარის“ შესახებ, მცდარია. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განუცხადა.

„რაც ბატონმა ჯონსონმა თქვა, სიმართლეს არ შეესაბამება. უფრო სწორად, სიცრუეა“, - თქვა პესკოვმა.

მან აღნიშნა, რომ ეს შეიძლება იყოს ჯონსონის მიზანმიმართული სიცრუე. პესკოვის თქმით, იცოდა ამ სატელეფონო საუბრის შინაარსი.

მანამდე, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ომის დაწყებამდე ვლადიმერ პუტინი სარაკეტო დარტყმით დაემუქრა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო“ - მეგის ქარდავა

👉 „ვხედავთ, რომ რუსეთი ემზადება ახალი შეტევისთვის“ - იენს სტოლტენბერგი

👉 ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიის პრემიერ-მინისტრთან ერთად ნიკოლაევის საავადმყოფოში დაჭრილი სამხედროები მოინახულა

👉 „სუიციდის გამო საჭმლის არმიღება გამორიცხულია“ - ლალი ჯავაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

👉 „ნაცმოძრაობა“ უკვე დაშლილია, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ხაბეიშვილი გაიმარჯვებდა თუ სხვა ვინმე - გია ხუხაშვილი ხაბეიშვილის გამარჯვებაზე