მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

„უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო“ - მეგის ქარდავა

პატიმარი მეგის ქარდავა

პატიმრობაში მყოფი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, მეგის ქარდავა სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს.

მისი თქმით, მას არასდროს ჰქონია კავშირი და არც ექნება არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან.

„ჩემო ძვირფასებო, მინდა, მკაფიოდ და გარკვევით განვაცხადო, ის რაც არაერთხელ მითქვამს. მე არასოდეს არ ვყოფილვარ არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი. მე ვიყავი, ვარ და ვიქნები მუდამ საქართველოს ქომაგი.

მე არ ვიღებ მონაწილეობას ე.წ. „შიდა პარტიულ არჩევნებში“. მე არასოდეს არ მქონია და არც მექნება კავშირი არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან, რადგან მიმაჩნია, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოში არ არსებობს არცერთი დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი გაერთიანება.

პ.ს. „21-ე საუკუნის საქართველო“ 21 საუკუნის სასულიერო და საერო საზოგადოებამ უნდა ააშენოს და არა „ნაკომუნისტარ“, „ნამხედრიონელ“, „ნაგვარდიელერ“, „ნანაცარ“, „ნაქოცარმა“ ნახიშტრებმა.

პპ.ს. „უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო“, - წერს ქარდავა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ვხედავთ, რომ რუსეთი ემზადება ახალი შეტევისთვის“ - იენს სტოლტენბერგი

👉 ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიის პრემიერ-მინისტრთან ერთად ნიკოლაევის საავადმყოფოში დაჭრილი სამხედროები მოინახულა

👉 „სუიციდის გამო საჭმლის არმიღება გამორიცხულია“ - ლალი ჯავაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

👉 „ნაცმოძრაობა“ უკვე დაშლილია, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ხაბეიშვილი გაიმარჯვებდა თუ სხვა ვინმე - გია ხუხაშვილი ხაბეიშვილის გამარჯვებაზე

👉 მელიტოპოლში „კადიროველებმა“ რუსი პროპაგანდისტი გააუპატიურეს