მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსები ანადგურებენ კაშხალს - ხარკოვის ოლქში მოსახლეობის გარკვეული ნაწილი წყალდიდობის საფრთხის შესახებ გააფრთხილეს

ომი უკრაინაში

ხარკოვის ოლქში პეჩენეჟის თემის მოსახლეობას მოუწოდებენ, თვალყური ადევნონ ოფიციალურ ცნობებს ადგილობრივ კაშხალზე არსებული მდგომარეობის შესახებ და განგაშის შემთხვევაში სწრაფად გადავიდნენ უსაფრთხო ზონებში.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის არმიამ დაიწყო და განაგრძობს სარაკეტო თავდასხმებს პეჩენეგსკის წყალსაცავის კაშხალზე. არსებობს მტრის მიერ ჰიდროელექტროკომპლექსის კაშხლის განადგურების საშიშროება. შესაძლოა, შეიქმნას საგანგებო და საშიში ვითარება“, - იტყობინება ტელეგრამზე პეჩენეგსკის სოფლის გამგებელი  ალექსანდრე გუსაროვი. 

შეგახსენებთ, უკრაინის გენშტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 20 სექტემბერს ოკუპანტებმა კაშხლის განადგურება სცადეს, თუმცა უშედეგოდ. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ ფრონტის ხაზზე არსებული სიტუაცია ნათლად აჩვენებს, რომ ინიციატივა უკრაინას ეკუთვნის - ზელენსკი

✔️ პუტინის „რეფერენდუმის“ გეგმები, უპირველეს ყოვლისა, მიმართულია რუსეთის შიდა აუდიტორიაზე - „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“

✔️ სახელმწიფო, რომელიც შიმშილობას იწვევს, მსოფლიოსგან ყველაზე მკაცრ რეაქციას იმსახურებს - ზელენსკი