მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსებმა მე გამომაცხადეს ნომერ პირველ სამიზნედ, მეორე სამიზნე ჩემი ოჯახია“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგანგებო ბრიფინგზე ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა

მისი თქმით, ოკუპანტთა რამდენიმე დივერსიული ჯგუფი კიევში იმყოფება.

„მტრის დივერსიული ჯგუფები შევიდნენ კიევში. ამიტომ, კიეველებს ვთხოვ: ფრთხილად იყავით, დაიცავით კომენდანტის საათის წესები. წინასწარი მონაცემებით, დღეს ჩვენ დავკარგეთ 137 გმირი, სამხედროები და სამოქალაქო პირები. გველის კუნძულზე ყველა მესაზღვრე გმირულად დაიღუპა. მაგრამ არ დანებებულა. ყველა მათგანს მიენიჭება უკრაინის გმირის წოდება.

ჩვენი ინფორმაციით, მტერმა მე გამომაცხადა ნომერ პირველ სამიზნედ. ჩემი ოჯახი ნომერ მეორე სამიზნეა. მათ უკრაინის პოლიტიკური განადგურება სახელმწიფოს მეთაურის განადგურებით სურთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას საყოველთაო მობილიზაციის შესახებ.

შეგახსენებთ, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით.

პარალელურად, რუსეთმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უკრაინის ტერიტორიისა და დასახლებების დაბომბვა დაიწყო.

უკრაინის საზღვრის მთელ პერიმეტრზე დილიდან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

იხილეთ აგრეთვე:

📢 „ხარკოვში დაახლოებით 3000 რუსი სამხედროა მოკლული“ - უკრაინელი დეპუტატი

📢 რუსეთის ძალები კიევს 96 საათში აიღებენ -Newsweek

📢 ვორონეჟში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

📢 „საკუთარ სისხლში იცურავებენ“ - ვალერი ზალუჟნი

📢 როგორ ანადგურებს „ბაირაქტარი“ უკრაინაში რუსეთის შეიარაღებულ ძალებს (ვიდეო)

📢 18 რუსული სადესანტო თვითმფრინავი კიევში ერთ საათში ჩაფრინდება - უახლესი ცნობები

📢 „თუ რუსების არტილერია დააზიანებს ბირთვული ნარჩენების კოლექტორებს, რადიოაქტიური მტვერი გავრცელდება უკრაინის, ბელარუსის და ევროკავშირის ქვეყნის ტერიტორიაზე“ - ანტონი გერაშენკო

📢 რუსეთის ულტიმატუმი - მოსკოვი უკრაინის ნეიტრალიტეტს ითხოვს„