მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის ძალები კიევს 96 საათში აიღებენ -Newsweek

რუსული ტანკები

გამოცემა Newsweek აშშ-ის ხელისუფლებაში რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების კიევს, სავარაუდოდ, 96 საათში აიღებენ. ამის შემდეგ კი მათი ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგობა დასრულდება. 

ანონიმურმა წყაროებმა გამოცემას აცნობეს, რომ რუსეთის გეგმის მიხედვით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ალყაში იქნება მოქცეული და თუ არ დანებდებიან, მათი განადგურება მოხდება.

რუსეთის შეტევები უკრაინის სამთავრობო და სამხედრო სტრუქტურებზე იქნება უფრო მასშტაბური სახმელეთო კამპანიისთვის მზადება. ანალოგიური მოსაზრება ამერიკული დაზვერვის ოფიცერმა გამოთქვა, რომელიც ადრე რუსეთში მუშაობდა. 

რაც შეეხება მომდევნო ეტაპებს, ეს ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, შესაძლოა, უკრაინაში პარტიზანული მოძრაობაც დაიწყოს.

ის ფაქტი, რომ რუსული ძალები კიევს რამდენიმე დღეში მიუახლოვდებიან, უკრაინის ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა წყარომაც დაადასტურა. მაგრამ კიევის წარმომადგენლებს არ მიაჩნიათ, რომ ეს უკრაინის ხელისუფლებას დამხობას გამოიწვევს.

„უკრაინის ძალებმა ბევრად უფრო სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, ვიდრე ისინი ვარაუდობდნენ“, - განუცხადა Newsweek-ს უკრაინის ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა წყარომ.

ამავე გამოცემის მიხედვით, კიევის მახლობლად, გოსტომელში მდებარე ანტონოვის აეროპორტისთვის ბრძოლა შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს, რადგანაც ის კიევიდან სულ რაღაც 15 მილში მდებარეობს და რუსეთის ძალებს იქიდან კიევზე შეტევის განვითარება შეუძლიათ.

შეგახსენებთ, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით.

პარალელურად, რუსეთმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უკრაინის ტერიტორიისა და დასახლებების დაბომბვა დაიწყო.

უკრაინის საზღვრის მთელ პერიმეტრზე დილიდან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

იხილეთ აგრეთვე:

📢 ვორონეჟში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

📢 18 რუსული სადესანტო თვითმფრინავი კიევში ერთ საათში ჩაფრინდება - უახლესი ცნობები

📢 „თუ რუსების არტილერია დააზიანებს ბირთვული ნარჩენების კოლექტორებს, რადიოაქტიური მტვერი გავრცელდება უკრაინის, ბელარუსის და ევროკავშირის ქვეყნის ტერიტორიაზე“ - ანტონი გერაშენკო

📢 ბორის ჯონსონის სურვილს, რუსეთი ამოიღონ swift-ის გადახდების სისტემიდან, ოლაფ შოლცი არ ეთანხმება

📢 რუსები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას ცდილობენ - ზელენსკი

📢  როგორ ანადგურებს „ბაირაქტარი“ უკრაინაში რუსეთის შეიარაღებულ ძალებს (ვიდეო)

📢  „ვლადიმერ პუტინის ეს საშინელი და ბარბაროსული წამოწყება მარცხით უნდა დასრულდეს“ - ბორის ჯონსონი

📢  რუსეთის ულტიმატუმი - მოსკოვი უკრაინის ნეიტრალიტეტს ითხოვს

📢  უკრაინელებმა რუსი სამხედროები ტყვედ აიყვანეს

📢 როგორ დაესხა თავს რუსეთი უკრაინას - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადება

📢 რუსეთ-უკრაინის ომი - უახლესი ამბები (Live)