მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსებს კიდევ 3-4 მასიური სარაკეტო თავდასხმის განხორციელება შეუძლიათ - ოლექსი დანილოვი

ოლექსი დანილოვი

რუსეთს კიდევ ბევრი S-300 რაკეტა აქვს, რომლებსაც ახლა უკრაინის წინააღმდეგ იყენებს. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს სანდო ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გარკვეული ტიპის იარაღის არსებობის შესახებ. ვიცით, თუ რამდენი დარჩა - დარჩენილია გარკვეული რაკეტების 10%-ზე ნაკლები, არის რაკეტები, რომელთაგან 18% დარჩა, არის რაკეტები, რომლებიც, სამწუხაროდ, ბევრია ჯოჯოხეთის ტერიტორიაზე, ეს არის S-300 რაკეტები. რაც შეეხება მაღალი სიზუსტის რაკეტებს, ჩვენ აშკარად ვიცით, თუ რამდენი აქვთ დღეს. ყველაფერი კარგად რომ ყოფილიყო, მაშინ ისინი დასახმარებლად სხვა ქვეყანას ნამდვილად არ მიმართავდნენ“, - განაცხადა დანილოვმა.

დანილოვმა დასძინა, რომ რუსეთს აქვს საკმარისი რაკეტები კიდევ 3-4 ისეთი მასიური სარაკეტო თავდასხმისთვის, როგორიც 15 ნოემბერს განხორციელდა.

ცნობისთვის, 15 ნოემბერს რუსეთმა უკრაინას 90-ზე მეტი რაკეტა ესროლა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „თაკო, გეყოფა, გრცხვენოდეს“ - ანზორ მელია თაკო ჩარკვიანს

👉 ხაბეიშვილს თავმჯდომარის კვალიფიკაცია ნაკლები ხარისხით აქვს - ხატია დეკანოიძე

👉 რუსეთი ამზადებს ყალბი დროშის შეტევას ბელგოროდის რეგიონზე - ISW

👉 რუსებმა ზაპოროჟიეში სამშობიარო განყოფილება დაბომბეს, დაიღუპა ახალშობილი

👉 თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 22 ადამიანი დაშავდა