მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი ჩქარობს შეტევის დაწყებას, სურს, რომ დასავლური იარაღის გამოჩენას დაასწროს - ამერიკელი ანალიტიკოსები

რუსი სამხედროები

„რუსეთი ჩქარობს ახალი მასშტაბური შეტევის წამოწყებას, რადგან სურს, რომ ფრონტის ხაზზე, ახალი დასავლური იარაღის გამოჩენას დაასწროს“, - ამის შესახებ ინფორმაციას ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი ავრცელებს

ანალიტიკოსების ცნობით, ზოგიერთი რუსი ნაციონალისტი სკეპტიკურად უყურებს რუსეთის შესაძლებლობას, თებერვლის ბოლოს წარმატებული შეტევა განახორციელოს.

უკრაინის ოფიციალური პირების შეფასებით, რუსული ძალები ემზადებიან ფართომასშტაბიანი გადამწყვეტი შეტევისთვის აღმოსავლეთ უკრაინაში თებერვლის შუა რიცხვებიდან.

რუსი სამხედრო პროპაგანდისტის თქმით, რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელს, ვალერი გერასიმოვს შეზღუდული ვადა აქვს უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციის დასაწყებად. ამავე დროს, უკრაინის მიერ ტერორიზმში ბრალდებული, იგორ გირკინი მიიჩნევს, რომ რუსეთის გადამწყვეტი შეტევა წარმატებას ვერ მიაღწევს მანამ, სანამ რუსეთი არ მოახდენს მეტი შრომის მობილიზებას მრეწველობისა და ეკონომიკისთვის.

„რუსეთის სამხედრო სარდლობა, როგორც ჩანს, ჩქარობს გადამწყვეტი შეტევის დაწყებას, სავარაუდოდ, დასავლეთის სამხედრო დახმარების უკრაინაში ჩასვლამდე“, - ნათქვამია ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთმა შეძლოს მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა ომის მიმდინარეობაზე უახლოეს კვირებში - ბრიტანული დაზვერვა

👉„რუსეთი უკვე იხვეწება მოლაპარაკებებს“ - ოლექსი დანილოვი

👉 მზად არის თუ არა პუტინი რეალურად გაჭიანურებული ომისთვის? - ISW-ს ანალიტიკოსების შეფასება

👉 რუსებმა საომრად პატიმარი ქალების გამოყენება დაიწყეს - უკრაინის გენშტაბი

👉 უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტიდან უკან არ იხევენ, ქალაქში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს - ევგენი პრიგოჟინი