მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი ხანგრძლივი ომისთვის ემზადება - უკრაინის დაზვერვა

ნატო, რუსეთი, ჯარი, დაპირისპირება

უკრაინის სამხედრო დაზვერვის დაკვირვებით, რუსეთის ფედერაცია ემზადება ხანგრძლივი ომისთვის. ამას მოწმობს ტერორისტული ქვეყნის ეკონომიკისა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის რეორგანიზაცია, - აღნიშნულის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო იუწყება

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ ეკონომიკისა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის რეორგანიზაციის ღონისძიებები მოწმობს რუსეთის საომარ მდგომარეობაზე გადასვლის მომზადებას.

„ისინი მიზნად ისახავს რუსეთის შეიარაღებული ძალების პოტენციალის გაძლიერებას და პირობების შექმნას ოპერაციების ჩასატარებლად, რომლებიც ომის დასაწყისში იყო დაგეგმილი, მაგრამ წარუმატებლად განხორციელდა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ“, - განმარტავს დაზვერვა.

დაზვერვის ცნობით,  რუსეთი ცდილობს მოიზიდოს ყველა რესურსი ომის გასაგრძელებლად და, ასევე, დანიშნა თავისი საოკუპაციო ძალების ახალი მეთაური (გერასიმოვი), რაც, ასევე, მიუთითებს იმაზე, რომ კრემლი ემზადება გრძელვადიანი, ფართომასშტაბიანი შეჭრისთვის.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ შეიარაღებული ძალები არ წყვეტენ კონტრშეტევას ზამთარში, ოკუპანტები კი ფართომასშტაბიანი ოპერაციისთვის ემზადებიან - ISW

✔️ ბელოგოროვკა მთლიანად უკრაინელების კონტროლის ქვეშაა - სერგეი გაიდაი

✔️ პუტინის და პრიგოჟინის ნაბიჯები ეს არის სტალინური ნაბიჯების უნიჭო მიბაძვა, ის, რაც სტალინს გასდიოდა, პუტინს არ გაუვა - ლაშა ბერიძე

✔️ უკრაინის შეიარაღებული ძალები მიიწევენ კრემინაიასკენ, ხოლო ოკუპანტები ცდილობენ ბახმუტი ალყაში მოაქციონ - საბრძოლო რუკა

✔️„რაშიზმმა ეს ომი უნდა წააგოს - ყველაფერში და ყველგან“ - ზელენსკი