მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი უკრაინის დასავლეთ რეგიონებში „სახალხო რესპუბლიკების“ შექმნას გეგმავდა - უკრაინის უსაფრთხოების სამსახური

რუსეთი უკრაინის დასავლეთ რეგიონებში „სახალხო რესპუბლიკების“ შექმნას გეგმავდა

კრემლი უკრაინის დასავლეთ რეგიონებში „სახალხო რესპუბლიკების“ შექმნას გეგმავდა, მაგრამ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა  ხელი შეუშალა, - ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური იტყობინება. 

გავრცელებული ინფორმაციით, ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, რომელიც რუსეთის ფედერაციის დავალებით „სახალხო რესპუბლიკების“ შექმნას გეგმავდა, გამოძიებასთან თანამშრომლობაზე დათანხმდა.

მისი თქმით, ჯგუფმა კონსტიტუციური წესრიგის დამხობაზე მუშაობა 2021 წლის ზაფხულში დაიწყო.

„რუსეთმა გამოაცხადა თავისი განზრახვა შექმნას ახალი დემოკრატია უკრაინაში და თუ დღევანდელი ხელისუფლება თავისით არ გადადგება, მაშინ ჯგუფი გადადის ძალისმიერ სცენარზე. ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად ჯგუფს უნდა დაეკომპლექტებინა 500 მებრძოლი“, - ნათქვამია მოხსენებაში.

გეგმის განხორციელება უნდა დაემთხვეოდა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრას უკრაინაში, მაგრამ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მუშაობის წყალობით, ქსელი გამოაშკარავდა და მისი ორგანიზატორი და ძირითადი პირები დააკავეს მარტის დასაწყისში. 

დაცვის სამსახურმა დასძინა, რომ ერთ-ერთმა თანამზრახველმა დანაშაული აღიარა და ორგანიზატორის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. მასზე მასალები სასამართლოს გადაეგზავნა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉„ეჭვგარეშეა, რომ უკრაინაში მიმდინარე ოპერაციის მიზნები და ამოცანები შესრულდება“ - პუტინი

👉„რუსულმა არმიამ უკრაინელი სამხედროების მიერ მარიუპოლის დატოვების მცდელობა აღკვეთა“ - რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი

👉რუსული სპეცსამსახურები რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავენ - ბუდანოვი

👉„ოკუპირებული ხერსონის გათავისუფლება, მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევითი მოქმედებების შედეგად შეიძლება“ - სამხედრო ექსპერტი

👉„მსოფლიო დუმს და გენოციდს ონლაინ უყურებს“ - პოდოლიაკი მარიუპოლზე

👉საოკუპაციო ძალებმა 186 უკრაინელი ბავშვი მოკლეს, 344 კი დაშავდა

👉 19 600 რუსი სამხედრო, 732 ტანკი, 157 თვითმფრინავი - უახლესი ცნობები რუსული არმიის დანაკარგზე

👉 ნატოს ყოფილმა ოფიცერმა დაასახელა უკრაინის ორი ქალაქი, რომლებიც შესაძლოა, რუსეთის ახალი სამიზნე გახდეს