რუსეთის არხანგელსკის ოლქში სამხედრო კონტრაქტორმა წვევამდელთა კოლონას გადაუარა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, 11 ჯარისკაცი კი დაშავდა. ამის შესახებ BAZA წერს.
„უბედური შემთხვევა ქალაქ მირნის მახლობლად მდებარე სასწავლო მოედანზე მოხდა. სამხედრო კამაზი, რომელსაც მართავდა 22 წლის ისრაპილი, 20 წვევამდელის კოლონას შეეჯახა. ერთი ადამიანი მაშინვე გარდაიცვალა, მეორე კი მოგვიანებით, საავადმყოფოში. მათ გარდა შემთხვევის შედეგად კიდევ 11 ადამიანი დაშავდა - ყველა მათგანი სხვადასხვა სახის დაზიანებებით თავდაცვის სამინისტროს საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - წერს BAZA.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 „ვაშაძე და ჯაფარიძე უნიჭოები არიან, ხოშტარიას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ განსაკუთრებული ნიჭი არც მისთვის შემიმჩნევია“ - ვახტანგ მეგრელიშვილი
👉 სომხეთი მზად არის, იმუშაოს აზერბაიჯანთან ურთიერთობის დამყარებაზე რუსეთის შეთავაზებების საფუძველზე - ნიკოლ ფაშინიანი
👉 დეპუტატ ალექსეი გონჩარენკოს არ ჰქონდა უფლებამოსილება, წარმოედგინა უკრაინის პარლამენტის პოზიცია კოსოვოში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში - უკრაინის რადა
👉 „რუსეთმა უკიდურესად დაბალი დონის გამო დნეპრის დასავლეთით მდებარე ზოგიერთი ქვედანაყოფი მობილიზებული რეზერვისტებით გააძლიერა“ - ბრიტანული დაზვერვა
👉 „ნაციონალური მოძრაობაც“ ვერ შეცვლის „ქართულ ოცნებას“ და ძალიანაც კარგი, არ ვემხრობი რომელიმე ერთი პარტიის ერთპარტიული მანდატით მოსვლას ხელისუფლებაში“ - ნინო ბურჯანაძე