მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ალექსეი გონჩარენკოს არ ჰქონდა უფლებამოსილება, წარმოედგინა უკრაინის პარლამენტის პოზიცია კოსოვოში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში - უკრაინის რადა

ალექსეი გონჩარენკო

უკრაინის უმაღლესმა რადამ განაცხადა, რომ დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკოს ვიზიტი კოსოვოში მისივე ინიციატივაა და მას არ აქვს უფლება წარმოადგინოს უკრაინის პარლამენტი კოსოვოში.

„სახალხო დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკოს ეს ვიზიტი მისი ინიციატივაა. მისი კოსოვოში მოგზაურობა კერძო ხასიათს ატარებს. უკრაინის უმაღლეს რადას ან ნებისმიერ სხვა ორგანოებს არ მიუნიჭებიათ არც ერთი სახალხო დეპუტატისთვის, კერძოდ, ალექსეი გონჩარენკოსთვის, უფლებამოსილება, წარმოადგინოს კოსოვოში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში უკრაინის პარლამენტის პოზიცია“, - ნათქვამია განცხადებაში.

რადამ აღნიშნა, რომ უკრაინის პარლამენტის პოზიცია საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით მიღებულია კოლექტიურად, სხდომათა დარბაზში შესაბამისი გადაწყვეტილებების ხმების უმრავლესობით კენჭისყრით და დასძინა, რომ უკრაინის სახალხო დეპუტატის ცალკე მოსაზრება, თუნდაც ის იყოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი საერთაშორისო ორგანიზაციაში, არ არის სახელმწიფოს ერთი საკანონმდებლო ორგანოს პოზიცია.

აღნიშნულს თავად გონჩარენკო გამოეხმაურა და განაცხადა:

„არასდროს მითქვამს, რომ ვარ უფლებამოსილი ან სახელმწიფო ორგანოების ინტერესებს წარმოვადგენ. მე, როგორც სახალხო დეპუტატმა, შევიტანე რეზოლუცია კოსოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ“.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ უმაღლეს რადას ეშინია, რომ სერბეთი უკრაინას კოსოვოს თანაგრძნობაში დააეჭვებს. მაგრამ, მისი აზრით, ღირს კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება, რადგან „კოსოვოს და უკრაინას ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლის მსგავსი ისტორია აქვთ“ და „კოსოვოს აქვს დამოუკიდებელი სახელმწიფოს ყველა ნიშანი“.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „რუსეთმა უკიდურესად დაბალი დონის გამო დნეპრის დასავლეთით მდებარე ზოგიერთი ქვედანაყოფი მობილიზებული რეზერვისტებით გააძლიერა“ - ბრიტანული დაზვერვა

👉 „ნაციონალური მოძრაობაც“ ვერ შეცვლის „ქართულ ოცნებას“ და ძალიანაც კარგი, არ ვემხრობი რომელიმე ერთი პარტიის ერთპარტიული მანდატით მოსვლას ხელისუფლებაში“ - ნინო ბურჯანაძე

👉 „გაერთიანება ხომ შეიძლება ისე, რომ ციხეში მყოფ პრეზიდენტს არ დააბრალოთ პროცესის მიძინება, გადაბრალება რაღა უბედურებაა და უტიფრობა, ნამუსიც კარგი საქონელია“ - თაკო ჩარკვიანი ზურაბ ჯაფარიძეს