მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის ბირთვული პოტენციალი შეიძლება ისეთივე მითი იყოს, როგორც მათი არმია - სამხედრო ექსპერტი

რუსეთის ბირთვული იარაღი

„რუსეთი დიდი ხანია კრიზისშია. ბირთვული იარაღის შენარჩუნებას დიდი თანხები, განახლება და პერიოდული ტესტირება სჭირდება. აქედან გამომდინარე, არსებობს ეჭვი, რომ რუსეთის ბირთვული პოტენციალი იგივე მითია, რაც მათი შეიარაღებული ძალები“, - ამის შესახებ RBC Ukraine-სთან ინტერვიუში უკრაინის თავდაცვის სტრატეგიების ცენტრის ექსპერტმა, პოლკოვნიკმა ვიქტორ კევლიუკმა განაცხადა.

„არსებობს ეჭვები, რომ რუსეთის ბირთვული პოტენციალი იგივე მითია, რაც მათი შეიარაღებული ძალები. ანუ, კითხვები გაცილებით მეტია, ვიდრე პასუხები“, - აღნიშნა ხაზგასმით კევლიუკმა. 

გარდა ამისა, მან თქვა, რომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთმა მოახერხა მხოლოდ რამდენიმე სამხედრო ბირთვული პროექტის განხორციელება - „ტოპოლი“, „იარსი“ და წყალქვეშა ნავები „სინევა“ და „ბულავა“.

„სხვა ყველაფერი ლამაზი პრეზენტაციებია, ბევრი საუბარი და პიარი, მაგრამ არავის უნახავს რეალური ნიმუში, რომელიც ბრძოლის ველზე რაღაცის ჩვენებას შეძლებს“, - დასძინა კევლიუკმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ომი მომავალი წლის შემოდგომამდე გაგრძელდება - ვიქტორ კევლიუკი

✔️ პუტინი, კუთხეში მიმწყვდევის შემთხვევაში, შესაძლოა, საკმაოდ საშიში გახდეს - CIA-ს დირექტორი

✔️ უკრაინელები მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევენ ხერსონის ოლქში - ISW