მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინი, კუთხეში მიმწყვდევის შემთხვევაში, შესაძლოა, საკმაოდ საშიში გახდეს - CIA-ს დირექტორი

CIA-ს დირექტორი

„რუსეთის  ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კუთხეში მიმწყვდევის შემთხვევაში, შესაძლოა, საკმაოდ საშიში და უგუნური გახდეს“, - ამის შესახებ  CIA-ს დირექტორმა ბილ ბერნსმა CBS-ს ინტერვიუში განაცხადა. 

„პუტინი შეშფოთებული უნდა იყოს არა მხოლოდ იმის გამო, თუ რა ხდება უკრაინაში ბრძოლის ველზე, არამედ რა ხდება სახლში და რა ხდება საერთაშორისო დონეზე“, - აცხადებს CIA-ს დირექტორი.

CIA-ს დირექტორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თებერვალში ჩინეთი რუსეთს უსაზღვრო მეგობრობას დაჰპირდა, პეკინმა უარი თქვა სამხედრო დახმარების გაწევაზე, რომელიც პუტინმა მოითხოვა. 

„კუთხეში მიმწყვდეული პუტინი, რომელიც გრძნობს, რომ კედელთან მიმწყვდეულია, საკმაოდ საშიში და უგუნური შეიძლება იყოს“, - განაცხადა უილიამ ბერნსმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ რა სახის ზიანს გამოიწვევს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება და რამდენად შორს გავრცელდება რადიაცია? - ვაშინგტონის „შეიარაღების კონტროლის ასოციაციის“ დირექტორის განმარტება

✔️ აშშ გაანადგურებს რუსეთის ჯარებს და შავი ზღვის ფლოტს, თუ პუტინი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში - პეტრეუსი

✔️ კადიროვმა და პრიგოჟინმა საჯაროდ შეარყიეს პუტინის ავტორიტეტი - ISW

✔️ „უკრაინელი ხალხისთვის რუსეთის ფედერაცია არის აბსოლუტურად დამცირებული სუბიექტი“ - მიხაილო პოდოლიაკი

✔️ პუტინი ბირთვული ომის დაწყების ზღვარზეა - Bloomberg