მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ომი მომავალი წლის შემოდგომამდე გაგრძელდება - ვიქტორ კევლიუკი

პოლკოვნიკი ვიქტორ კევლიუკი

RBC Ukraine-სთან ინტერვიუში უკრაინის თავდაცვის სტრატეგიების ცენტრის ექსპერტმა, პოლკოვნიკმა ვიქტორ კევლიუკმა რუსეთის მობილიზაციის შედეგებზე, მოსკოვის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობასა და მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. 

„პროცესი არის ორგანიზებული და  ტარდება ზუსტად იმ მიზნით, რომ გავლენა მოახდინოს შემდგომ კურსზე. ქვეყანაში 143 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. 300 000 არის უპირველესი საჭიროება, რომელიც მიმართული იქნება დაქუცმაცებულ რუსულ ჯარებში ადგილების შესავსებად. ის, რომ ისინი კიდევ 300 000-ს გამოიძახებენ, არ ნიშნავს, რომ მათ ექნებათ საკმარისი რაოდენობის თანამედროვე იარაღი უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან თანაბრად საბრძოლველად. ისინი არიან ჩვეულებრივი ქვეითები, რომლებიც შეასრულებენ გარკვეულ დავალებებს, რომლის ეფექტურობა ოდნავ აღემატება ნულს“, - აცხადებს პოლკოვნიკი. 

კითხვაზე, რა შეიძლება შეიცვალოს ფრონტზე უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიის ფონზე, კევლიუკი ამბობს, მათ მიერ შიდაპოლიტიკური და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ფორმატის შეცვლა არანაირად არ მოქმედებს უკრაინის გეგმებზე. 

ამასთან, მისივე თქმით, ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობის სრულად გამორიცხვა შეუძლებელია.

„ვფიქრობ, რუსულ მხარეს იქნება ვინმე ფხიზელი და საღ ჭკუაზე მყოფი, რომელიც არცერთ ღილაკს არ დააჭერს. ჩვენი ყველა ტერიტორიის გასათავისუფლებლად კიდევ 8-9 თვე გვჭირდება. ოპერაციებს შორის არის გარკვეული შესვენებები ძალების გადაცემის, დანაკარგების შევსების, ჯგუფების შექმნისა და შესაბამისი ოპერატიული სტრუქტურების ფორმირებისთვის. ვფიქრობ, 9-12 თვე სჭირდება ომის ცხელ ფაზას დასასრულებლად. ამიტომ ვფიქრობ, რომ მომავალი წლის შემოდგომამდე ომი გაგრძელდება. შემდეგ დადგება პოსტკონფლიქტური მოგვარების პერიოდი“, - აცხადებს უკრაინელი პოლკოვნიკი.  

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ პუტინი, კუთხეში მიმწყვდევის შემთხვევაში, შესაძლოა, საკმაოდ საშიში გახდეს - CIA-ს დირექტორი

✔️ უკრაინელები მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევენ ხერსონის ოლქში - ISW

✔️ რა სახის ზიანს გამოიწვევს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება და რამდენად შორს გავრცელდება რადიაცია? - ვაშინგტონის „შეიარაღების კონტროლის ასოციაციის“ დირექტორის განმარტება