მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინელებმა ლუგანსკის და დონეცკის რეგიონში მტრის 17 თავდასხმა მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი

სამხედროები, ტანკი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის და დონეცკის რეგიონებში 17 რუსული თავდასხმა მოიგერიეს. ბახმუტის მიმართულებით დამპყრობლები ტაქტიკური პოზიციის გაუმჯობესებას ცდილობენ. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი წერს.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში მტერმა 10 სარაკეტო და 16 საჰაერო დარტყმა განახორციელა, ასევე 30-ზე მეტი დაბომბვა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ჩვენი ჯარების პოზიციებზე და დასახლებებზე კონტაქტის ხაზის გასწვრივ. ხარკოვის ოლქის შევჩენკოვოს და დონეცკის ოლქის კრამატორსკის დასახლებების სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები სარაკეტო დარტყმებს დაექვემდებარა“, - წერს შტაბი.

გენერალურმა შტაბმა აღნიშნა, რომ მტრის სარაკეტო დარტყმის საფრთხე უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კვლავ არსებობს.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა რუსეთი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში დაადანაშაულა

👉 „პუტინისთვის იმის ჩვენებაა, რომ რასაც მიშას დაჰპირდა, იმას ქართველების ხელით უსრულებს“ - გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

👉 „შევიკრიბოთ თავისუფლების მოედანზე და შავი სამგლოვიარო ნაჭერი შევაბათ ნაძვისხეს“ - ელენე ხოშტარია

👉 „მიუხედავად მძიმე საომარი პირობებისა, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებისთვის“ - ვალერი ზალუჟნი

👉 „უკრაინა მზად არის, უზრუნველყოს რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიები“ - დავით არახამია 4 პირობას ასახელებს