მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა რუსეთი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში დაადანაშაულა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა რუსეთი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში დაადანაშაულა.

„რუსეთი, მიზანმიმართული სისასტიკით, თავისი იარაღის ქვეშ აყენებს მშვიდობიან მოსახლეობას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. რუსულმა ჯარებმა მოკლეს უკრაინის ასობით მოქალაქე. რუსეთის თავდასხმებმა გამოიწვია ბავშვების დაღუპვა, სკოლების დანგრევა და საავადმყოფოების განადგურება“, - განაცხადა ოსტინმა.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის მოსაზღვრე ქვეყნები ასეთ იმპერიულ აგრესიას მზარდი განგაშით უყურებენ. ოსტინმა ასევე დაამატა, რომ უკრაინაში ბრძოლამ მსოფლიოს აჩვენა ტირანული და სასიკვდილო ომი.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „პუტინისთვის იმის ჩვენებაა, რომ რასაც მიშას დაჰპირდა, იმას ქართველების ხელით უსრულებს“ - გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

👉 „შევიკრიბოთ თავისუფლების მოედანზე და შავი სამგლოვიარო ნაჭერი შევაბათ ნაძვისხეს“ - ელენე ხოშტარია

👉 „მიუხედავად მძიმე საომარი პირობებისა, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებისთვის“ - ვალერი ზალუჟნი

👉 „უკრაინა მზად არის, უზრუნველყოს რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიები“ - დავით არახამია 4 პირობას ასახელებს

👉 „საიდუმლო შეხვედრები“ - ISW-მ ისაუბრა იმაზე, თუ რაზე შეთანხმდა რუსეთი ირანთან და ბელორუსთან