მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ ვართ დარწმუნებულები, რომ გავათბობთ და გავანათებთ ჩვენს სახლებს“ - მოლდოვის პრეზიდენტი მოსახლეობას აფრთხილებს, მკაცრი ზამთრისთვის მოემზადონ

მოლდოვა საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მკაცრი ზამთრისთვის მოემზადონ, ვინაიდან ქვეყანა მწვავე ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას, - ამის შესახებ მაია სანდუმ პარიზში მოლდოვის დონორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მოლდოვის მხარდასაჭერად საფრანგეთის დედაქალაქში 50-მდე ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი შეიკრიბა.

„ეს ომი საფრთხეს უქმნის ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდებას. ჩვენ არ ვართ დარწმუნებულები, რომ შევძლებთ საკმარისის მოძიებას, რათა გავათბოთ და გავანათოთ ჩვენი სახლები. თუ შევძლებთ, ფასები იქნება არახელმისაწვდომი ჩვენი ხალხისა და ეკონომიკისთვის.

ამან შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ჩვენ სოციალურ მშვიდობას და უსაფრთხოებას. ვიცი, რომ ევროპაში ყველა იხდის ძალიან მაღალ ფასს ენერგიისთვის, თუმცა იგივე ფასს აქვს ბევრად მეტი დამანგრეველი გავლენა ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე“, - განაცხადა მაია სანდუმ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რადიოლოგიური კატასტროფის საფრთხე - ანალიტიკოსებმა განმარტეს, რატომ ურტყამს რუსეთი გამუდმებით ზაპოროჟიეს ატომურ სადგურს

👉 ბრიტანეთმა უკრაინას Brimstone-ს რაკეტების მოდერნიზებული ვერსიები გადასცა - მედია

👉 უკრაინის ხელისუფლება ტყვედ ჩავარდნილი რუსი მებრძოლების დახვრეტის ბრალდებას გამოეხმაურა

👉 რუსეთის მიერ უკრაინის ელექტრო ქსელის განადგურება საფრთხეს უქმნის მილიონობით უკრაინელის სიცოცხლეს - ჰანს კლუგე

👉 უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა სვატოვოში და ოკუპანტის თავდასხმები დონბასში - საბრძოლო რუქები