მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ წლების განმავლობაში გაგრძელდება - ამერიკელი გენერალი

რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ წლების განმავლობაში გაგრძელდება

„რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ წლების განმავლობაში გაგრძელდება“, - ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა.

გენერლის ცნობით, უკრაინაში შეჭრა ვლადიმერ პუტინის დიდი ხნის მიზანი იყო. 

„აშშ-ის არმიაში ჩემი 42-წლიანი კარიერის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებული შეჭრა უკრაინაში ყველაზე სერიოზული საფრთხეა ევროპისა და შესაძლოა, მთელი მსოფლიოს მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. ჩვენ მოვისმინეთ ძალიან პროვოკაციული რიტორიკა რუსული ბირთვული ძალების საბრძოლო მზადყოფნის დონესთან დაკავშირებით“, - აღნიშნა გენერალმა.

მილის თქმით, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში საშიში სიტუაცია შექმნა.

„მჯერა, რომ ეს არის გაჭიანურებული კონფლიქტი, რომელიც გაგრძელდება წლების განმავლობაში. ვფიქრობ, რომ შეერთებული შტატები, ნატო, უკრაინა და ყველა მოკავშირე, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას, ამაში დიდი ხნის განმავლობაში იქნებიან ჩართული“, - განაცხადა მილიმ.

გენერლის თქმით, ჩინეთი რჩება მთავარ „გეოსტრატეგიულ გამოწვევად“ აშშ-სთვის გრძელვადიან პერსპექტივაში.

„ჩინეთი ცდილობს ძირეულად შეცვალოს საერთაშორისო წესრიგი მათ სასარგებლოდ. ისინი აპირებენ გახდნენ შეერთებული შტატების თანაბარი 2035 წლისთვის, ისინი აპირებენ განავითარონ თავიანთი სამხედრო შესაძლებლობები, რათა დაიპყრონ ტაივანი 2027 წლისთვის. ჩინეთი გეოსტრატეგიული გამოწვევაა ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში“, - ხაზგასმით აღნიშნა გენერალმა.

მან აღნიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია ჩინეთთან ურთიერთობების შენარჩუნება, თუნდაც კონკურენტულ გარემოში, რათა „არ მივცეთ მათ კონფლიქტში გადასვლის საშუალება“.

„ომი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან გარდაუვალი არ არის“, - დაასკვნა მილიმ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

📢 ჰოსტომელში სულ მცირე 400 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა

📢 საჰაერო იერიში დნეპროპეტროვსკზე - დაბომბილია ნავთობის საცავი და ქარხანა

📢 რუსი სამხედროები, რომლებმაც ბუჩაში სისასტიკე ჩაიდინეს, უკრაინაში ბრუნდებიან - უკრაინის დაზვერვა

📢ოკუპანტებმა სოფელი რუბიჟნე დაბომბეს - არიან დაღუპულები და დაჭრილები

📢  მარიუპოლის პორტში რუსებმა დომინიკის რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავი სამოქალაქო გემი დაბომბეს

📢 ბუჩაში სასაკლაო ვიცე-პოლკოვნიკმა აზურბეკ ასანბეკოვიჩ ომურეკოვმა მოაწყო - უკრაინული მედია

📢 რუსეთის მიზანი „ღია ევრაზიის“ აშენებაა - ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე - დიმიტრი მედვედევი

📢 აშშ-მა ფარულად გამოცადა ჰიპერბგერითი რაკეტა, რათა არ მოეხდინა რუსეთის პროვოცირება - CNN

📢 რუსეთ-უკრაინის ომი - უახლესი ამბები (Live)