მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსი სამხედროები, რომლებმაც ბუჩაში სისასტიკე ჩაიდინეს, უკრაინაში ბრუნდებიან - უკრაინის დაზვერვა

რუსი სამხედროები, რომლებმაც ბუჩაში სისასტიკე ჩაიდინეს, უკრაინაში ბრუნდებიან

რუსი სამხედროები, რომლებმაც ბუჩაში სისასტიკე ჩაიდინეს, უკრაინაში ბრუნდებიან, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო იუწყება.

რუსეთის არმიის 64-ე მოტომსროლელი ბრიგადა, რომელიც ბუჩაში ხოცავდა და აწამებდა მშვიდობიან მოქალაქეებს, უკრაინაში დაბრუნდებიან.

დაზვერვის წყაროების თქმით, რუსული სარდლობა ამ ქვედანაყოფში პერსონალის როტაციას არ აპირებს და კვლავ ფრონტის ხაზზე გადააგდებს.

4 აპრილის მდგომარეობით, ბრიგადა უკრაინიდან ბელორუსიაში გაიყვანეს და ქალაქ მოზირის მახლობლად იმყოფებოდა. 6 აპრილისთვის პერსონალი სარკინიგზო ტრანსპორტით რუსეთში, ბელგოროდში მოხდება.

ორდღიანი შვებულების შემდეგ ისინი გეგმავენ უკრაინაში დაბრუნებას ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში ხარკოვში. 

ასეთი განრიგი მიუთითებს იმაზე, რომ „64-ე ბრიგადა“ ელოდება „სპეციალურ დავალებებს“,  მათგან პირველი - უკრაინის  მცხოვრებლების დაშინებაა.

დაზვერვის თანახმად, მათ, ვინც ბუჩაში გენოციდი ჩაიდინა, შეიძლება  გაიმეორონ სხვა ქალაქებშიც.

„უკრაინის ტერიტორიაზე 64-ე ბრიგადის სწრაფი დაბრუნების კიდევ ერთი მიზანია არასაჭირო მოწმეების სწრაფი განადგურება“, - აღნიშნავს დაზვერვა.

ამჟამად, უკრაინელი და საერთაშორისო გამომძიებლები ადასტურებენ რუსი სამხედროების მიერ სამხედრო დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ უამრავ დანაშაულს.

თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ვერცერთი დამნაშავე ვერ გაექცევა სათანადო სასჯელს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

📢 „თუ დადასტურდება, ეს იქნება „ოცნებისთვის“ პოლიტიკური თვითმკვლელობა“ - ხიდაშელი უკრაინის დაზვერვის განცხადებაზე

📢 [+18 ფოტო კოშმარი] - რუსული „დენაციფიკაცია“

📢 ვერ ვიჯერებ, რომ ქართველები, ჩვენი ძმები და დები საშუალებას მისცემთ იმას, რომ იარაღი კონტრაბანდის გზით შემოდიოდეს რუსეთში - უკრაინის ვიცე-პრემიერი

📢 ბუჩაში სასაკლაო ვიცე-პოლკოვნიკმა აზურბეკ ასანბეკოვიჩ ომურეკოვმა მოაწყო - უკრაინული მედია

📢 რუსეთის მიზანი „ღია ევრაზიის“ აშენებაა - ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე - დიმიტრი მედვედევი

📢 აშშ-მა ფარულად გამოცადა ჰიპერბგერითი რაკეტა, რათა არ მოეხდინა რუსეთის პროვოცირება - CNN

📢 „რუსები დონბასისთვის იბრძვიან, მარიუპოლი კი მათთვის მედალია“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

📢 რუსეთ-უკრაინის ომი - უახლესი ამბები (Live)