მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთმა ბელარუსის ტერიტორიაზე ისკანდერისა და S-400-ის სარაკეტო სისტემები განათავსა - უკრაინული მხარე

რუსული სარაკეტო სისტემები

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერი იური იგნატი აცხადებს, რომ რუსეთმა ბელარუსის ტერიტორიაზე ისკანდერისა და S-400-ის სარაკეტო სისტემები განათავსა.

მისივე თქმით, რუსები დონბასში განათავსებენ S-300 სისტემებს, რათა არა მხოლოდ ინფრასტრუქტურას, არამედ უკრაინელი სამხედროების პოზიციებსაც დაარტყან.

„მათ განალაგეს ბელარუსის ტერიტორიაზე ისკანდერები, ისევე როგორც S-400-ები, რომლებიც, სავარაუდოდ, იცავდნენ ბელარუსის საჰაერო სივრცეს.

გარდა ამისა, მათ დონბასში გადააქვთ S-300-ის ტიპის სარაკეტო სისტემები, რათა არა მხოლოდ ფრონტის ხაზზე მდებარე ქალაქების ინფრასტრუქტურაზე, არამედ ჩვენი სამხედროების პოზიციებზეც მიიტანონ იერიშები. ჩვენ ვითარებას თვალს ვადევნებთ და შევეცდებით, რომ სარაკეტო სისტემები ეფექტურად გავანადგუროთ“, - განაცხადა იგნატმა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 პუტინი: მსოფლიოში სურსათის დეფიციტი დასავლეთის ავანტიურულმა და არაპროფესიონალურმა პოლიტიკამ გამოიწვია

👉 „პოლონეთში რაკეტის ინციდენტი მოსკოვისა და მინსკის წინააღმდეგ პროვოკაცია იყო“ - ლუკაშენკო

👉 უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა სვატოვოში და ოკუპანტის თავდასხმები დონბასში - საბრძოლო რუქები

👉 მძიმე ბრძოლები ლუგანსკის ოლქში - უკრაინელებმა რუსული ჯარების კოლონა გაანადგურეს

👉 „ზელენსკი უნდა დაისაჯოს, იგი ტრიბუნალს უნდა წარუდგინონ“ - ვოლოდინი