მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა სვატოვოში და ოკუპანტის თავდასხმები დონბასში - საბრძოლო რუქები

უკრაინელი სამხედროები

უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ რუსი ოკუპანტების თავდასხმების მოგერიებას დონბასში, სადაც ოკუპანტი სამი მიმართულებით უტევს. ბრძოლები მიმდინარეობს სვატოვო-კრემინას ხაზზე, - ამის შესახებ ინფორმაციას RBC-Ukraine ავრცელებს ომის შესწავლის ინსტიტუტის ( ISW ) მონაცემებზე დაყრდნობით.

ბრძოლები სვატოვთან

ბრძოლა სვატოვო-კრემინას ხაზზე გრძელდება. რუსული წყაროები ამბობენ, რომ ამინდის გაუარესება გავლენას ახდენს ბრძოლაზე.

ანალიტიკოსების თქმით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ განზრახული იყო უკრაინის ჯარების კონცენტრაციაზე თავდასხმა ლუგანსკის ოლქის რაიონში. მანამდე რუსულმა უწყებამ  უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების მოგერიებაზე ისაუბრა და ეს განცხადება შესაძლოა, იმაზე მიუთითებდეს, რომ უკრაინული ძალები ლუგანსკის ოლქის დასახლებაში წინ წავიდნენ.

უკრაინის სამხედროების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთში კონტრშეტევის დაწყების შემდეგ უკრაინელმა ჯარებმა ლუგანსკის რეგიონში 12 დასახლება გაათავისუფლეს.

სიტუაცია დონბასში

დონეცკის რეგიონში რუსეთის ჯარებმა განაგრძეს შეტევითი ოპერაციები, ბახმუტისა და ავდიივკას რაიონებში.

ოკუპანტებმა, ასევე, განახორციელეს თავდასხმები დონეცკის დასავლეთ მიმართულებით. ბრძოლები გრძელდება.

სიტუაცია სამხრეთ ფრონტზე

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსულმა ძალებმა განაგრძეს თავიანთი ძალების ნაწილის გადაყვანა დნეპრის აღმოსავლეთი (მარცხენა) ნაპირიდან სხვა ოპერატიული მიმართულებით, მაგრამ, შეინარჩუნეს ძალების მნიშვნელოვანი ყოფნა ხერსონის რეგიონის სამხრეთით.

უკრაინული და რუსული წყაროები იუწყებიან, რომ დაბომბვამ დააზიანა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ინფრასტრუქტურა (ZAEP). ერთი რუსი „სამხედრო ოფიცერი“ ამტკიცებდა, რომ დაბომბვა მოხდა რუსეთის ფედერაციის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან - ქარხნის სამხრეთით, მაგრამ რუსული წყაროების უმეტესობა ამაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს.

რუსი სამხედრო ოფიციალური პირები აგრძელებდნენ სამობილიზაციო სამუშაოებს უკრაინის თავდაცვის ძალების მოგერიებისა და ცუდი პირობების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე.

20 ნოემბერს უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განაცხადა, რუსეთის სპეცსამსახურების გეგმების შესახებ, მათ შეიძლება მოაწყონ ყალბი თავდასხმები ბელორუსის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, რათა აიძულონ ბელორუსის სამხედროები ჩაერთონ უკრაინის წინააღმდეგ ომში.

ანალიტიკოსები კვლავაც მიიჩნევენ, რომ ბელორუსის ჯარების შეჭრა უკრაინაში ნაკლებად სავარაუდოა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 მძიმე ბრძოლები ლუგანსკის ოლქში - უკრაინელებმა რუსული ჯარების კოლონა გაანადგურეს

👉 ლუგანსკის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა 12 დასახლება გაათავისუფლეს

👉 პუტინმა აღიარა, რომ რუსების უმრავლესობა აღარ ენდობა კრემლისა და თავდაცვის სამინისტროს განცხადებებს უკრაინის წინააღმდეგ ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით - ISW

👉 უკრაინაში ფსკოვის მედესანტეების ოფიცერი გაანადგურეს

👉 პრიორიტეტია თავისუფლება, მზად ვართ ვიყოთ უწყლოდ, უშუქოდ და სითბოს გარეშე, მაგრამ არ ვართ მზად, დავთმოთ თავისუფლება - დმიტრი გორდონი