მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ზელენსკი უნდა დაისაჯოს, იგი ტრიბუნალს უნდა წარუდგინონ“ - ვოლოდინი

დუმის სპიკერი

რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ უკრაინის მიმართ რუსი სამხედროების დახვრეტის შესახებ ბრალდებებს გამოეხმაურა. 

მისი თქმით, მომხდარის გამო, „კიევის რეჟიმი უმძიმეს სასჯელს იმსახურებს“.

„ყველამ ნახა იმის მტკიცებულება, რომ უკრაინელი ნაცისტები ესვრიან ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებიც მწოლიარე, იარაღის გარეშე არიან. ასე იქცევიან ნაცისტები. კიევის რეჟიმი იმსახურებს უმკაცრეს სასჯელს თავისი სისასტიკისთვის. 

ზელენსკი უნდა დაისაჯოს, იგი ტრიბუნალს უნდა წარუდგინონ. ქვეყნებმა, რომლებიც თანამშრომლობენ კიევის რეჟიმთან, უნდა გააცნობიერონ, რომ ისინი მხარს უჭერენ ნაცისტურ სახელმწიფოს, სადისტებს, რომელთა ხელები იდაყვებამდე სისხლიანია“, - განაცხადა ვოლოდინმა. 

ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის შეიარაღებული ძალები 10-ზე მეტი სამხედრო ტყვის სიკვდილით დასჯაში დაადანაშაულა

მოგვიანებით მომხდარს უკრაინული მხარე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.  

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 დახვრიტეს თუ არა უკრაინელებმა რუსი ჯარისკაცები ჩაბარების შემდეგ? - რა მოხდა ლუგანსკის ოლქში

👉 პუტინი: მსოფლიოში სურსათის დეფიციტი დასავლეთის ავანტიურულმა და არაპროფესიონალურმა პოლიტიკამ გამოიწვია

👉 „პოლონეთში რაკეტის ინციდენტი მოსკოვისა და მინსკის წინააღმდეგ პროვოკაცია იყო“ - ლუკაშენკო

👉 უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა სვატოვოში და ოკუპანტის თავდასხმები დონბასში - საბრძოლო რუქები

👉 მძიმე ბრძოლები ლუგანსკის ოლქში - უკრაინელებმა რუსული ჯარების კოლონა გაანადგურეს

👉 ლუგანსკის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა 12 დასახლება გაათავისუფლეს