მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთმა ესტონეთის საზღვარზე ათასამდე უკრაინელი გაიტაცა - უკრაინული მედია

ესტონეთის დროშა

„რუსეთ-ესტონეთის საზღვართან, რუსეთის მხარეს, ბოლო დღეების განმავლობაში ათასზე მეტი ადამიანი, ძირითადად უკრაინელები, შეიკრიბა. მათ ესტონეთში შესვლას ხელი რუსეთის ხელისუფლებამ შეუშალა, რის გამოც სასაზღვრო პროცედურები გაჭიანურდა“, - ამის შესახებ უკრაინული მედია UNIAN წერს.

ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ლაური ლაენემეცას თქმით, რუსებმა ეს ადამიანები გაურკვეველ მიმართულებით წაიყვანეს.

„ჩასვეს სატვირთო მანქანებში და წაიყვანეს, სად წაიყვანეს, ჩვენ არ ვიცით, პოლიცია და საზღვრის დაცვის დეპარტამენტი ამჟამად მუშაობს ამ ინფორმაციის მოსაპოვებლად“, - დასძინა მან.

ეს ხალხი საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობას რამდენიმე დღე ელოდა. სასაზღვრო სამსახური იყენებს დრონებს, რათა გაარკვიოს, აგზავნის თუ არა რუსეთის ხელისუფლება ამ ადამიანებს სასაზღვრო ზოლისკენ, როგორც ეს ბელარუსში, ლიეტუვასა და ლატვიის საზღვართან, გასულ წელს გააკეთეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 გათავისუფლებულ ლიმანში სამოქალაქო პირების 50-ზე მეტი სამარხი აღმოაჩინეს - უკრაინული მედია

👉 „ქედს ვიხრი თქვენსა და ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც ამ ტერიტორიებზე მრავალი წელი ითმენდით გაჭირვებას და გულში მიისწრაფვოდით რუსეთთან გაერთიანებისკენ“ - ვლადიმერ პუტინი

👉 „გუშინ მისი გულის ცემა იყო ისეთი, პულსი 170, წნევა 220“ - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

👉 „ნაც მოძრაობა“ ფინანსებს არამიზნობრივად ხარჯავს, ნიკა მელია წელიწადში 1 471 000 ჯდება, ოპოზიცია, თქვენ ნამუსი გაგაჩნიათ? - სოსო თოფურიძე

👉 „უკრაინის წევრობა ალიანსს მხოლოდ გააძლიერებს“ - ანდრეი ერმაკი ნატოში გაწევრიანებაზე