მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს ომი ვლადიმერ პუტინის დასასრულს მოასწავებს“ - გერმანიის მმართველი პარტიის ლიდერი

რუსეთის პრეზიდენტი

„უკრაინის წინააღმდეგ ომი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისთვის პოლიტიკური დასასრულის დასაწყისი იყო. მეტიც, მისი დამხობა საკუთარი ქვეყნის მოსახლეობას შეუძლია“, - ამის შესახებ გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ლარს კლინგბეილმა განაცხადა. 

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ომი ვლადიმერ პუტინის დასასრულს მოასწავებს“, - განაცხადა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა.

მან, ასევე, უპასუხა კითხვას, დაემხო თუ არა პუტინი თავის ქვეყანაში.

„მოსახლეობა აღიარებს, რომ პუტინი და მისი ელიტა პასუხისმგებელნი არიან. პუტინის ამ ომით რუსეთი წლების განმავლობაში იზოლირებული იქნება“, - აღნიშნა კლინგბეილმა.

მან დასძინა, რომ სანქციების გმო ათასობით გამოცდილი მუშაკი უბრალოდ ტოვებს რუსეთს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმა მსოფლიოს ბირთვული დარტყმით დაემუქრა

✔️უკრაინის გამარჯვება სერიოზული დარტყმა იქნება პუტინის რეჟიმისთვის - მიხეილ კასიანოვი

✔️ უკრაინამ ხარკოვის ბრძოლა, სავარაუდოდ, მოიგო - ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

✔️ უკრაინის ჯარს მთელი დონბასის დაბრუნების შანსი უჩნდება - ექსპერტები

✔️პენტაგონმა შესაძლოა შეაჩეროს უკრაინაში იარაღის მიწოდება