მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევაზე გადავიდნენ იზიუმის მიმართულებით

უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევაზე გადავიდნენ იზიუმის მიმართულებით

უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევაზე გადავიდნენ იზიუმის მიმართულებით, - ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.

„იზიუმის მიმართულება რჩება ყველაზე ცხელ წერტილად. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იქ კონტრშეტევა წამოიწყეს. მტერი ზოგიერთ რაიონში უკან იხევს - და ეს უკრაინის შეიარაღებული ძალების შედეგია“, - აღნიშნა ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, ჯერჯერობით ძალიან საშიშია რუსების მიერ დატოვებული ნაღმების გამო დამპყრობლებისგან ახლახან განთავისუფლებულ სოფლებსა და ქალაქებში დაბრუნება.

„რუსებმა უკან დახევისას, დანაღმეს თითქმის ყველაფერი: ეზოები, საბავშვო ბაღები, საბავშვო საწოლებიც კი, განაღმვის სამუშაოები გრძელდება“, - განმარტა სინეგუბოვმა.

ამასთან, სინეგუბოვი ამბობს, რომ ახლად გათავისუფლებულ სოფლებში ჰუმანიტარული დახმარება იგზავნება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმა მსოფლიოს ბირთვული დარტყმით დაემუქრა

✔️უკრაინის გამარჯვება სერიოზული დარტყმა იქნება პუტინის რეჟიმისთვის - მიხეილ კასიანოვი

✔️ უკრაინამ ხარკოვის ბრძოლა, სავარაუდოდ, მოიგო - ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

✔️ უკრაინის ჯარს მთელი დონბასის დაბრუნების შანსი უჩნდება - ექსპერტები

✔️პენტაგონმა შესაძლოა შეაჩეროს უკრაინაში იარაღის მიწოდება