მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინამ ხარკოვის ბრძოლა, სავარაუდოდ, მოიგო - ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

ბელგოროდისა და ხარკოვის ოლქების საზღვარი

უკრაინამ ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქის, ხარკოვის ბრძოლა, სავარაუდოდ მოიგო, რუსმა სამხედროებმა, სავარაუდოდ, გადაწყვიტეს მთლიანად დატოვონ თავიანთი პოზიციები ხარკოვის გარშემო უკრაინის კონტრშეტევის და შეზღუდული გაძლიერების გამო, - ამის შესახებ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კონფლიქტის უახლეს შეფასებაშია აღნიშნული.

რუსული ქვედანაყოფები ძირითადად არ ცდილობდნენ შეეკავებინათ უკრაინული ძალების კონტრშეტევა. ამრიგად, ანალიტიკოსების აზრით, უკრაინამ ხარკოვისთვის ბრძოლა მოიგო.

„უკრაინულმა ძალებმა ხელი შეუშალეს რუსულ ჯარებს ალყაში მოქცევაში, რომ აღარაფერი ვთქვათ ხარკოვის ხელში ჩაგდებაში და შემდეგ განდევნეს ისინი ქალაქის შემოგარენიდან, როგორც ეს გაუკეთეს რუსეთის ჯარებს, რომლებიც ცდილობდნენ კიევის დაკავებას”, - აცხადებენ ომის შემსწავლელ ინსტიტუტში.

ასევე, რუსეთის ჯარებმა სცადეს სახმელეთო შეტევა იზიუმიდან, მაგრამ უშედეგოდ.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, რუსულ ძალებს არავითარი პროგრესისთვის არ მიუღწევიათ იზიუმიდან სახმელეთო შეტევის მცდელობისას.

მათივე ინფორმაციით, რუსეთის მთავარი ძალისხმევა მიმართული იყო ლუგანსკში ქალაქების სევეროდონეცკის და ლისიჩანსკის ალყაში მოქცევაზე.

„რუსულ ძალებს, რომლებიც პოპასნაიადან ჩრდილოეთისკენ ახორციელებდნენ თავდასხმას, ბოლო 24 საათის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესისთვის არ მიუღწევიათ, ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით მოსულმა რუსულმა ძალებმა ვერ გადალახეს მდინარე სევერსკი დონეცი და დამანგრეველი დანაკარგები მიიღეს მცდელობების დროს. რუსებს შესაძლოა არ ჰქონდეთ საკმარისი დამატებითი ახალი საბრძოლო ძალა ამ დანაკარგების ასანაზღაურებლად და შეტევის საკმარისად დიდი მასშტაბით გასაგრძელებლად, რათა დაასრულონ ალყაში მოქცევა, თუმცა ისინი, სავარაუდოდ, გააგრძელებენ მცდელობას, ეს გააკეთონ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ რუსული არმია დასავლეთის მაგალითს რომ მიჰყოლოდა, უკრაინას რამდენჯერმე გადავუვლიდით - რუსეთის ელჩი ევროკავშირში

✔️ რუსები აზოვსტალში შეღწევას ცდილობენ

✔️ რუსეთში ფარული მობილიზაცია მიმდინარეობს - ბუდანოვი

✔️ უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკსა და ლუგანსკში მტრის 18 შეტევა მოიგერიეს, გაანადგურეს 13 ტანკი, 8 საარტილერიო სისტემა - უკრაინის გენშტაბი

✔️ რუსული ჯარები ცდილობენ შეაღწიონ სლავიანსკში და კრამატორსკში - ბრიტანული დაზვერვა