რუსეთის ხელისუფლება, ალბათ, არ გამორიცხავს გაწვევის მორიგი რაუნდის შესაძლებლობას „ნაწილობრივი მობილიზაციის“ ფარგლებში. ამის შესახებ ბრიტანული დაზვერვა წერს.
ბრიფინგის მიხედვით, 22 იანვარს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსმა მესაზღვრეებმა ორმაგი პასპორტის მქონე ყირგიზ შრომით მიგრანტებს რუსეთის დატოვების უფლება არ მისცეს და მათ უთხრეს, რომ მათი სახელები მობილიზაციის სიებში იყო.
გარდა ამისა, 23 იანვარს რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ განკარგულება „ნაწილობრივი მობილიზაციის“ შესახებ ჯერ კიდევ ძალაშია და ამტკიცებს, რომ აუცილებელია რუსეთის შეიარაღებული ძალების მუშაობის უზრუნველყოფა.
როგორც ბრიტანული დაზვერვა აღნიშნავს, რუსეთის ხელისუფლება, დიდი ალბათობით, ეძებს გზებს, რათა დააკმაყოფილოს იმ პერსონალის დიდი რაოდენობა, რომელიც საჭიროა უკრაინაში მომავალი ძირითადი შეტევისთვის. ასევე ცდილობს, მინიმუმამდე დაიყვანოს შიდა უთანხმოება.
ასევე დაგაინტერესებთ: