მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთმა შესაძლოა, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს საჯაროდ დასაჯოს „აზოვსტალის“ დამცველები - უკრაინის დაზვერვა

„აზოვსტალის“ დამცველები

უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, ოკუპანტები დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში აზოვსტალის დატყვევებული დამცველების საჩვენებელი „სასამართლო პროცესის“ გამართვას გეგმავენ, - ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო დაზვერვის სამსახური  იტყობინება.

უწყების ცნობით, აგრესორები დაჩქარებულ რეჟიმში არემონტებენ მარიუპოლის ფილარმონიის გადარჩენილ შენობას, ხოლო სცენაზე რკინის საკნებს დგამენ, რომლებშიც აზოვსტალის დამცველები იქნებიან. 

„ლეგიტიმურობისთვის“, ოკუპანტები ამზადებენ სპეციალურ „მოწმეებს“ და მოჰყავთ რასისტული „მედიის“ წარმომადგენლები“, - აცხადებენ დაზვერვაში.

ერთ-ერთი შესაძლო სცენარის მიხედვით, რუსებს შეუძლიათ ობიექტზე სარაკეტო იერიში მიიტანონ და ტრადიციულად, ჩადენილი დანაშაული უკრაინას დააბრალონ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 რუსეთმა უკრაინის ომში 20-მდე ბატალიონი დაკარგა - BBC

🔴 „საოკუპაციო ძალები მზად იყვნენ მოეკლათ ზელენსკი, თუ სიტუაცია ამას მოითხოვდა“ - Washington Post-მა უკრაინაში შეჭრამდე პუტინის საიდუმლო გეგმების დეტალები გამოაქვეყნა

🔴 „პუტინმა უკრაინასა და დასავლეთში საინფორმაციო ომი პირწმინდად წააგო“ - ბრიტანეთის დაზვერვის უფროსი 

🔴 „უნიპოლარული სამყაროს ეპოქა წარსულს ჩაბარდა“ - ვლადიმერ პუტინი