მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უფალმა დაიცვას რუსული მიწა, რომელშიც შედის რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი და სხვა ტომები“ - რუსეთის პატრიარქი

რუსეთის პატრიარქი

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ საკვირაო ქადაგებისას, ლიტურგიის შემდეგ განაცხადა, რომ ლოცულობდა მშვიდობისთვის „რუსულ მიწაზე“, რომელშიც შედის უკრაინა, ბელარუსი და სხვა ტომები. მან, ასევე, მოუწოდა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ყველა მორწმუნეს, როგორც ეკლესიაში, ასევე, სახლში, ილოცონ მშვიდობის აღსადგენად ყველა ამ ქვეყანაში.  

„უფალმა დაიცვას რუსული მიწა! როდესაც ვამბობ „რუსულს“, ვიყენებ ძველ გამოთქმას წარსული წლების ზღაპრიდან - „საიდან გაჩნდა რუსული მიწა“, რომელშიც შედის რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი და სხვა ტომები“, - განაცხადა პატრიარქმა მრევლთან მიმართვის დროს.

„ღმერთმა ქნას, რომ მოძმე უკრაინაში, რომელიც ჩვენთან ახლოსაა, არსებული პოლიტიკური ვითარება იყოს მიმართული იმისთვის, რომ მათ გაიმარჯვონ ბოროტ ძალებზე, რომლებიც ყოველთვის იბრძოდნენ რუსეთისა და რუსული ეკლესიის ერთიანობის წინააღმდეგ“, - დასძინა პატრიარქმა.

შეგახსენებთ, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით.

პარალელურად, რუსეთმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უკრაინის ტერიტორიისა და დასახლებების დაბომბვა დაიწყო.

უკრაინის საზღვრის მთელ პერიმეტრზე დილიდან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

იხილეთ აგრეთვე:

📎 არავითარი მოლაპარაკება რუსეთთან, სანამ ის არ გაიყვანს ჯარებს უკრაინიდან - დიდი ბრიტანეთი

📎 რუსული დაბომბვების შედეგად მარიუპოლის რაიონში 10 ბერძენი დაიღუპა - საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი

📎 ყვავს უნდა ვუწოდოთ ყვაყი, რუსეთის ქმედებებს გენოციდის ნიშნები აქვს - ზელენსკი

📎 პოლტავას ოლქში 200-ზე მეტი რუსული სამხედრო ტექნიკა განადგურდა

📎 უკრაინელმა ბოშებმა რუსებს ტანკი მოჰპარეს

📎 უკრაინაში საერთაშორისო ლეგიონი იქმნება - ზელენსკი

📎 ლიეტუვის სამხედრო დახმარება უკვე უკრაინაშია

📎 „უკრაინის შეიარაღებული ძალები დედაქალაქში შედიან“ - ვადიმ დენისენკო

📎 დღეს რუსეთის ჯარის დანაკარგი ათასზე მეტია - ოფიციალური ინფორმაცია

📎 თურქეთი რუსი სამხედროებისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს კეტავს

📎 რუსული დესანტი კიევში დაშვებას ცდილობს

📎 ვორონეჟში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

📎 „საკუთარ სისხლში იცურავებენ“ - ვალერი ზალუჟნი