მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთმა უკრაინაში უკვე 32 000 სამოქალაქო ობიექტი და 700 ინფრასტრუქტურული ობიექტი დააზიანა - უკრაინის შსს

განადგურებული კორპუსი უკრაინაში

უკრაინაში რუსული დაბომბვის შედეგად უკვე 32 000-მდე სამოქალაქო ობიექტი და 700-ზე მეტი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი დაზიანდა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ევგენი ენინიმ განაცხადა.

„დღეისათვის დაახლოებით 32 000 ობიექტს მოხვდა რუსული ჭურვი. ეს, უპირველეს ყოვლისა, მშვიდობიანი მოსახლეობის კერძო სახლები ან კორპუსებია. დაფიქსირებული თავდასხმების მხოლოდ 3% არის სამხედრო სამიზნე. რუსები ასევე უმიზნებენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. ამ დროისთვის დაფიქსირებულია 700-ზე მეტი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი - ეს არის აეროდრომები, ხიდები, ნავთობის საწყობები, ელექტრო ქვესადგურები“, - განაცხადა ენინიმ.

მან, ასევე, დასძინა, რომ „რუსები ჯერ კიდევ ოცნებობენ უკრაინის სიბნელეში ჩაძირვის მანიაკალურ სურვილზე და არ არსებობს საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ისინი შეჩერდებიან“.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ტერორისტები ახალ თავდასხმებს ამზადებენ... გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ საჰაერო განგაშის სიგნალს“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

👉 „კანდიდატები აწარმოებენ გაურკვეველ კამპანიებს... იღებს სამარცხვინო სახეს“ - ნიკა მელია „ნაცმოძრაობის“ შიდა არჩევნებზე

👉 დავით არახამია „უძლეველობის პუნქტების“ მოწყობისას დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად, ვიტალი კლიჩკოს ერთკვირიან ვადას აძლევს