მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთმა უკრაინაში ზელენსკის ლიკვიდაციისთვის მორიგი ჯგუფი გაგზავნა - უკრაინის დაზვერვა

რუსი სამხედროები

რუსებმა უკრაინაში კიდევ ერთი ჯგუფი გაგზავნეს უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის გასანადგურებლად. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო წერს. 

„დღეს უკრაინაში ბოევიკების მორიგი ჯგუფების ჩამოსვლა დაიწყო, რომლებიც დაკავშირებულნი არიან პუტინთან დაახლოებულ რუს პროპაგანდისტ ევგენი პრიგოჟინთან. კრიმინალების მთავარი ამოცანაა უკრაინის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ლიკვიდაცია“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

დაზვერვის ინფორმაციით, მორიგი თავდასხმის ბრძანება პუტინმა პირადად გასცა. სამიზნეები კი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალია.

„შემდეგი თავდასხმების განხორციელების ბრძანება პუტინმა პირადად გასცა. ყველა წინა მცდელობა მარცხით და ტერორისტების ლიკვიდაციით დასრულდა. დაქირავებული მებრძოლების ძირითადი სამიზნეები, ვოლოდიმირ ზელენსკი, ანდრეი ერმაკი და დენის შმიგალია. რუსი ურწმუნოები, რომლებმაც ვერ მიაღწიეს მიზნებს უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესიის დროს, აგრძელებენ უკრაინის მთავრობის მუშაობის დესტაბილიზაციის, საზოგადოების დემორალიზებისა და უკრაინის საერთაშორისო თანამშრომლობის შენელების მცდელობებს. ჩვენი სახელმწიფოს პირველ პირებზე მკვლელობის მცდელობების ორგანიზება რუსების სტრატეგიის ნაწილია. უკრაინის არმიამ, სპეცსამსახურებმა და ძალოვანმა უწყებებმა კარგად იციან კრემლის გეგმები. ჩვენ მზად ვართ მოვიგერიოთ. არცერთი ტერორისტული თავდასხმა არ იქნება წარმატებული“, - ვკითხულობთ დაზვერვის განცხადებაში.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

📢 რუსული ელიტები ცდილობენ პუტინის ლიკვიდაციას - უკრაინის დაზვერვა

📢 პუტინი ატომური ომის შემთხვევაში ბუნკერს ამზადებს - უკრაინელი გენერალი

📢 კადიროვმა შეცდომა დაუშვა - ჩეჩნეთის მეთაურს დაავიწყდა, რომ სიტყვა ომი რუსეთში აკრძალულია

📢 უკრაინელმა სამხედროებმა რუსი მედესანტეების რაზმი გაანადგურეს

📢 სანქციების შიშით რუსი მდიდრები მანჰეტენზე უძრავი ქონების გაყიდვას ცდილობენ - Financial Times

📢 „ომი დაიწყო იმისთვის, რომ ომი არ დაწყებულიყო“ – რუსი ჟურნალისტი რუსეთის ხელისუფლებას დასცინის

📢 აშშ-მა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჰიპერბგერითი რაკეტების გამოყენება დაადასტურა

📢 რა იყო რუსეთის სამხედრო შეცდომები?

📢 ერდოღანმა ჩამოთვალა მოთხოვნები, რომლის შესრულებასაც პუტინი უკრაინისგან მოითხოვს

📢 პუტინი: დასავლეთის სანქციები არამარტო პრობლემებს, არამედ ახალ შესაძლებლობებსაც გვიქმნის