მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთმა უკრაინის ინფრასტრუქტურას 138 მილიარდი დოლარის ზიანი მიაყენა

უკრაინაში განადგურებული კორპუსი

2022 წლის დეკემბრის მონაცემებით, რუსეთის მიერ გაჩაღებული სრულმასშტაბიანი ომის გამო უკრაინის ინფრასტრუქტურის პირდაპირი ზარალი 137,8 მილიარდ დოლარს აღწევს. ამის შესახებ KSE ინსტიტუტის განახლებულ შეფასებაშია ნათქვამი.

ნოემბრიდან ზარალის ოდენობა 2 მილიარდი დოლარით გაიზარდა, პირველ რიგში, ეს საბინაო ფონდის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კულტურის, რელიგიისა და სპორტის ობიექტების განადგურებამ გამოიწვია.

საბინაო ფონდის განადგურების შედეგად მიღებული ზარალი 54 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, დეკემბერში ეს თანხა კიდევ 1,5 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ომის ათ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში სულ დაზიანდა ან განადგურდა 149 000 საცხოვრებელი კორპუსი და  131 000 კერძო სახლი.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 თავი ეჭრება ქვეყანას, ხალხნო, სახელმწიფოებრივად იაზროვნეთ სულ ოდნავ მაინც, ვაიძულოთ ხელისუფლება თანამონაწილენი არ გაგვხადონ მკვლელობის - თაკო ჩარკვიანი სააკაშვილზე