მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მტერმა ხარკოვის რეგიონში დამატებითი საზენიტო-სარაკეტო ბატალიონები განათავსა - უკრაინის გენშტაბი

რუსი ჯარისკაცები

რუსი დამპყრობლები ხარკოვის რეგიონში ათავსებენ საჰაერო თავდაცვის სისტემის დამატებით საზენიტო-სარაკეტო ბატალიონებს, ასევე, ბელგოროდის რეგიონში ათავსებენ S-400 და S-300. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი წერს.

„მტერი ცდილობს, განაგრძოს შეტევითი ოპერაციები აღმოსავლეთის ოპერატიულ ზონაში, რათა სრული კონტროლი დაამყაროს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიაზე, ასევე, შეინარჩუნოს სახმელეთო დერეფანი დროებით ოკუპირებულ ყირიმთან“, - ვკითხულობთ შტაბის განცხადებაში.

სლობოჟანსკის და დონეცკის ოპერაციულ რაიონებში აგრესორი ახორციელებს შეტევით და თავდასხმის ოპერაციებს ცალკეული მიმართულებით.

ასევე, რუსები აგრძელებენ უკრაინაში იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გადატანას რუსეთის ფედერაციის ცენტრალური და აღმოსავლეთი რეგიონებიდან. საბრძოლო ნაწილებთან ერთად ახორციელებს დამხმარე ნაწილების გადაყვანას.

გარდა ამისა, ლოგისტიკური სისტემის გაუმჯობესების მიზნით, დამპყრობლები განალაგებენ ლოგისტიკურ ცენტრებს და ქმნიან საველე ბაზებს დაზიანებული ტექნიკის შეკეთებისა და აღდგენისთვის.

რუსები ძალების გარკვეული შემადგენლობით აგრძელებენ ქალაქ ხარკოვის ნაწილობრივ ბლოკადას.

„იზიუმის მიმართულებით მტერი აწარმოებს შეტევითი ოპერაციებს მდინარე სევერსკი დონეცკის მარცხენა სანაპიროზე. მითითებულ მიმართულებით დაჯგუფების შეტევითი მოქმედებების მხარდასაჭერად, მტერმა შექმნა სარაკეტო და ქვემეხი არტილერიისთვის მთავარი და სარეზერვო საცეცხლე პოზიციების სისტემა“, - წერს შტაბი.

როგორც გენშტაბის განცხადებაში ვკითხულობთ, მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია უკრაინის ჯარების თავდაცვის გარღვევაზე ლუგანსკის და დონეცკის რეგიონებში, ასევე, ქალაქ მარიუპოლზე სრული კონტროლის დამყარებაზე. ზაპოროჟიეს რაიონში საოკუპაციო ჯარების ნაწილები კონცენტრირებულია გარკვეულ რაიონებში. იუჟნობუჟსკის მიმართულებით კი ხერსონის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში შესვლაზე. ხოლო ვოლინსკის, პოლანსკის და სევერსკის მიმართულებებით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ფიქსირდება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 რუსეთმა უკვე დაკარგა თავისი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების ნახევარი - ამერიკელი გენერალი

👉 რუსებმა თითქმის შექმნეს შეტევითი დაჯგუფება აღმოსავლეთის ოპერატიულ ზონაში - უკრაინის გენშტაბი

👉 იზიუმის მიმდებარედ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსებისგან რამდენიმე დასახლება გაანთავისუფლეს

👉 პუტინმა შესაძლოა, ნატოს ბაზაზე შეტევა განახორციელოს - ბრიტანეთის უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი