მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

რუსეთს დიდი შეტევისთვის საკმარისი საბრძოლო ძალა არ აქვს - ISW

რუსული ჯარი

რუსეთის სამხედრო სარდლობა ადგენს არარეალურ ვადებს და ჩქარობს ახალი ძირითადი შეტევის დაწყებას დონეცკის ოლქის დასაპყრობად, თუმცა მათ არმიას საკმარისი საბრძოლო ძალა არ აქვს, - ამის შესახებ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანგარიშშია აღნიშნული. 

ISW-ს ანალიტიკოსების განცხადებით, შეტევის ნელი ტემპი აიხსნება რუსეთში საბრძოლო მასალისა და წარმატებული და სწრაფი შეტევისთვის აუცილებელი მანევრირებადი დანაყოფების ნაკლებობით.

გარდა ამისა, ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთმა საბრძოლო ძალა გაზარდოს, რომელიც ომის შედეგზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენისთვისაა საჭირო.

„რუსეთის ხელმძღვანელობა კვლავ გეგმავს გადამწყვეტ შეტევას, რომელიც ეფუძნება მცდარ ვარაუდებს მისი სამხედრო შესაძლებლობების შესახებ და არ გააჩნია საბრძოლო ძალა, რომელიც აუცილებელია ერთზე მეტი ძირითადი შეტევითი ოპერაციის მხარდასაჭერად“, - აღნიშნულია ანგარიშში.