მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთს ჯარის 1.5 მილიონ სამხედრომდე გაზრდა, სავარაუდოდ, გაუჭირდება - ბრიტანული დაზვერვა

რუსი სამხედროები

რუსეთი, სავარაუდოდ, ვერ გაართმევს თავს სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ გამოცხადებულ გეგმებს, რომელიც ითვალისწინებს არმიის 11%-ით გაზრდას უახლოეს სამ წელიწადში, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. 

ბრიტანეთის დაზვერვის თქმით,  რუსეთს გამოცხადებული გეგმის მიხედვით ჯარის 1.5 მილიონ სამხედრომდე გაზრდა და მათი შეიარაღება, სავარაუდოდ, გაუჭირდება.

შოიგუმ, ასევე, გამოაცხადა, რომ იგეგმება მოსკოვისა და ლენინგრადის სამხედრო დასახლებების აღდგენა, რაც ბრიტანეთის დაზვერვის თქმით, დასავლეთ რუსეთში ძალების საბჭოთა პერიოდში ორგანიზების ეპოქაში ნაწილობრივი დაბრუნებაა. ასევე, იგეგმება სამხედრო დანაყოფების განლაგება ფინეთის საზღვართან.

„შოიგუს გეგმები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა დიდი ალბათობით, აფასებს, რომ გაზრდილი კონვენციური სამხედრო საფრთხე უკრაინაში მიმდინარე ომის მიღმა მრავალ წელს გაგრძელდება. თუმცა, რუსეთს, სავარაუდოდ გაუჭირდება ამ დაგეგმილი გაფართოებისთვის ადამიანების [მობილიზება] და აღჭურვა“, - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ უკრაინისთვის შეტევითი იარაღის მიწოდება „გლობალურ კატასტროფას“ გამოიწვევს - ვიაჩესლავ ვოლოდინი

✔️ დაპირისპირებული უკრაინელები დამარცხდებიან, 14 იანვრის შემდეგ ჩვენი გამარჯვება გარანტირებულად აღარ გამოიყურება - არესტოვიჩი

✔️ ლუგანსკის ოლქში ვითარება უკიდურესად დაძაბულია, რუსები დაღუპული მებრძოლების ცხედრებს ნაღმავენ - გაიდაი

✔️ რუსული არმია უკრაინაში კატასტროფულ დანაკარგებს განიცდის - ამერიკელი ანალიტიკოსები

✔️ გთხოვთ, განმარტოთ, რა დანაშაული ჩაიდინა ვაგნერის ჯგუფმა? - პრიგოჟინი კირბის