მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსულ გაზზე დამოკიდებულება კლავს“ - კულება გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერის განცხადებას „ტვიტერზე“ გამოეხმაურა, რომელმაც მოუწოდა გერმანიას, გახსნას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენი, რათა ზამთრამდე გერმანიამ მარაგის შევსება მოახერხოს, შემდეგ კი ისევ შეაჩეროს მისი მუშაობა.

„ეს მაგონებს ნარკომანიას, როცა ადამიანი ამბობს, „ბოლოჯერ“. რომელიც ვერ აცნობიერებს დამანგრეველ შედეგს ვერცერთი „ბოლო მცდელობის დროს“. რუსულ გაზზე დამოკიდებულება კლავს“, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გერმანიის მთავრობამ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მილსადენის ამუშავება შეაჩერა. ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერის აზრით კი, მილსადენი სასწრაფოდ უნდა ამუშავდეს, რათა მოსახლეობა ზამთარში არ გაიყინოს.

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავხსნათ, რათა შევავსოთ ზამთრისთვის მარაგი“, - განაცხადა კუბინკოვმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 რუსეთთან მოლაპარაკებები ე.წ. „რუსული რულეტკის“ თამაშს ჰგავს, სადაც ყველა დამარცხებულია - მიხაილო პოდოლიაკი

🔴 რუსეთმა შესაძლოა, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს საჯაროდ დასაჯოს „აზოვსტალის“ დამცველები - უკრაინის დაზვერვა

🔴 „პუტინმა უკრაინასა და დასავლეთში საინფორმაციო ომი პირწმინდად წააგო“ - ბრიტანეთის დაზვერვის უფროსი 

🔴 რუსული ჯარები უკრაინაში წინსვლას ვერ ახერხებენ - უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი