მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსული ჯარები უკრაინაში წინსვლას ვერ ახერხებენ - უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი

რუსი სამხედრო

რუსული ჯარები უკრაინაში წინსვლას ვერ ახერხებენ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ანდრეი ზაგოროდნიუკმა განაცხადა. 

„რუსები წინსვლას ვერ ახერხებენ დასავლეთის მიერ მოწოდებული იარაღის გამო. ახლა ჩვენ მოვახერხეთ მათი შეჩერება. მაგრამ, სამწუხაროდ, ამავე დროს, ჩვენ არ გვაქვს საკმარისი იარაღი სერიოზული, სრულფასოვანი კონტრშეტევისთვის“, - განაცხადა ზაჰოროდნიუკმა.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ასევე, განაცხადა, რომ ტერმინი „ჩიხი“ შეუსაბამოა უკრაინაში შექმნილი სიტუაციისთვის.

„ახლა არის უკიდურესად აქტიური ომი, ყოველდღე იღუპება ხალხი და ბევრი ოპერაციები ტარდება, მცირე ოპერაციები თითქმის ყველა ოპერატიული მიმართულებით მიმდინარეობს“, - დასძინა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔴 რუსეთმა უკრაინის ომში 20-მდე ბატალიონი დაკარგა - BBC

🔴 „საოკუპაციო ძალები მზად იყვნენ მოეკლათ ზელენსკი, თუ სიტუაცია ამას მოითხოვდა“ - Washington Post-მა უკრაინაში შეჭრამდე პუტინის საიდუმლო გეგმების დეტალები გამოაქვეყნა

🔴 „პუტინმა უკრაინასა და დასავლეთში საინფორმაციო ომი პირწმინდად წააგო“ - ბრიტანეთის დაზვერვის უფროსი 

🔴 „უნიპოლარული სამყაროს ეპოქა წარსულს ჩაბარდა“ - ვლადიმერ პუტინი