მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი დატყვევებული „აზოველების“ აშშ-სა და დასავლეთის წინააღმდეგ ომში გადაბირებას ცდილობდა - „აზოვის“ შტაბის უფროსი

აზოვის პოლკი

რუსი დამპყრობლები ცდილობდნენ ტყვედ ჩავარდნილი „აზოვის“ მებრძოლების გადაბირებას, რათა ებრძოლათ „აშშ-სა და დასავლეთის“ წინააღმდეგ.  ამის შესახებ „აზოვის“ პოლკის მეთაურებმა განაცხადეს.

აზოვის პოლკის შტაბის უფროსმა ბოგდან კროტევიჩმა განაცხადა, რომ რუსებს განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდათ ტყვეობაში მყოფი უკრაინელების მიმართ.

მისი თქმით, „ეფესბეს“ და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სადაზვერვო მთავარმა დირექტორატმა იცის, როგორ „მოახდინოს ზეწოლა ხალხზე“.

„აზოვთან“ დაკავშირებით, მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ შეიმუშავა შემდეგი სტრატეგია: როცა ტყვეობიდან გამოვედით, მათ სურდათ, ასე ვთქვათ, „აზოვის“ გადაბირება იმით, რომ „ბიჭებო, თქვენ კარგად იბრძვით, და ერთად გავანადგუროთ დასავლეთი და შეერთებული შტატები“, - განაცხადა შტაბის უფროსმა.

მან აღნიშნა, რომ „აზოველებს“ ერთსულოვანი აზრი ჰქონდათ, რომ რუსები უკრაინის მტრები იყვნენ.

„ჩვენ უკრაინელი სამხედროები ვართ, უკრაინა ჩვენი სამშობლოა... მე დავიბადე 1993 წელს, დავიბადე დამოუკიდებელ უკრაინაში, ჩემთვის მოტივაციაა ბრძოლა ნებისმიერის წინააღმდეგ, ვინც თავს დაესხმება ჩემს ქვეყანას. ასე რომ, ისინი ჩვენთვის მტრები არიან“, - ხაზგასმით აღნიშნა კროტევიჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „მოდით, დღესვე დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, გავუგოთ ერთმანეთს, ვიპოვოთ შეთანხმება“ - რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე უკრაინას

👉 პუტინი, სავარაუდოდ, გეგმავს უკრაინაში რუსული არმიის წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობა სერგეი შოიგუს დააკისროს - ISW

👉 „ხალხსაც მოაბეზრეს თავი, ეს არის ცარიელი პოლიტიკური სპეკულაციები“ - ირაკლი კობახიძე სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

👉 „რუსი ოფიცრებისთვის უფრო დიდი შეფურთხება წარმოუდგენელია“ - ალექსეი არესტოვიჩი პუტინის მიერ კადიროვისთვის გენერალ-პოლკოვნიკის წოდების მინიჭებაზე

👉 კაცმა, რომელმაც ტაილანდში საბავშვო ბაღში 32 ადამიანი მოკლა, თავისი ოჯახი დახოცა და თავი მოიკლა - BBC