მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსული არმია მოძველებული საბჭოთა სამხედრო ტექნიკის გამოსაყენებლად ემზადება - უკრაინის დაზვერვა

რუსული ძალების ფართომასშტაბიანი შეტევა დონბასის რეგიონში უკვე დაწყებულია

რუსული არმია უკვე ემზადება მოძველებული საბჭოთა სამხედრო ტექნიკის გამოსაყენებლად. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო წერს.

„უკრაინის არმიის მტკიცე წინააღმდეგობამ და გამძლეობამ ჩაშალა რუსეთის გეგმები, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში მიზნისთვის მიეღწიათ და შექმნა რუსული ჯგუფის პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის მუდმივი შევსების აუცილებლობა დიდი დანაკარგების გამო”, - განაცხადა დაზვერვამ.

საბრძოლო შესაძლებლობების აღსადგენად რუსეთის შეიარაღებული ძალები სულ უფრო ხშირად იყენებენ საბჭოთა წარმოების აღჭურვილობას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში (1970-იანი წლებიდან) შენახული იყო. თავდაცვის სამინისტრო, ასევე, წერს, რომ მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა საარტილერიო და სარაკეტო დანაყოფების შესაძლებლობების გაზრდას უკრაინის ქალაქების უწყვეტი დაბომბვის განსახორციელებლად.

ამავე თემაზე:

🔴 „ბუზი არ გაფრინდეს“ - პუტინმა „აზოვსტალზე“ თავდასხმის გაუქმება ბრძანა - რუსული მედია

🔴 „ლანჩის წინ ან მის შემდეგ“ - კადიროვი დარწმუნებულია, რომ დღეს „აზოვსტალის“ ქარხანას აიღებს

🔴 21 000 რუსი ჯარისკაცი, 2 118 ჯავშანტექნიკა - უკრაინის გენშტაბი რუსული არმიის დანაკარგზე უახლეს ინფორმაციას ავრცელებს

🔴 „პუტინთან მოლაპარაკება ნიანგთან ურთიერთობას ჰგავს“ - ბორის ჯონსონი