მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პუტინთან მოლაპარაკება ნიანგთან ურთიერთობას ჰგავს“ - ბორის ჯონსონი

ბორის ჯონსონი და ვლადიმერ პუტინი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკებების გზით მშვიდობა დაამყარონ. 

მისი თქმით, სამშვიდობო პროცესს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ართულებს, რომელთან მოლაპარაკებაც ნიანგთან ურთიერთობას ჰგავს. 

„ნამდვილად არ მესმის, როგორ უნდა შეძლონ უკრაინელებმა, რომ ადვილად დასხდნენ პუტინთან და მოძებნონ მარტივი გამოსავალი. როგორ უნდა შეძლო მოლაპარაკება ნიანგთან, როცა მას შენი ფეხი ყბაში აქვს ჩადებული?

ვფიქრობ, ახლა უკრაინელებისთვის პუტინთან მოლაპარაკებების გზების გამონახვა ძალიან ძნელია. შედეგად, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის დანარჩენ წევრებს მოუწევთ, გააგრძელონ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების სტრატეგია“, - განაცხადა ჯონსონმა. 

ამავე თემაზე:

🔴 დავით არახამია და მიხაილო პოდოლიაკი მზად არიან ევაკუაციის შესახებ მოსალაპარაკებლად მარიუპოლში ჩავიდნენ - „აზოვი“

🔴 „გაიხსენეთ ვის მიერ და როგორ არის შედგენილი“ - თინა კანდელაკი „რაშიზმის“ განმარტების გამო ვიკიპედიას აკრიტიკებს

🔴 რუსეთმა სააღდგომო პერიოდში უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე უარი თქვა

🔴 უკრაინულმა სპეცსამსახურებმა ხარკოვში რუსების 200 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის საცავს მიაგნეს

🔴 „ნატოს ქვეყნებში არიან ისეთები, რომლებსაც უკრაინაში ომის გაგრძელება სურთ“ - მევლუთ ჩავუშოღლუ