მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ლანჩის წინ ან მის შემდეგ“ - კადიროვი დარწმუნებულია, რომ დღეს „აზოვსტალის“ ქარხანას აიღებს

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ მეტალურგიული ქარხანა რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ დღეს „ლანჩის წინ ან მის შემდეგ“ გადავა.

„მინდა გაგიზიაროთ კარგი ამბავი - ხვალ, უფრო სწორად, დღეს, ლანჩამდე ან ლანჩის შემდეგ, „აზოვსტალი“ მთლიანად იქნება რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ. ყველაფერი მზად არის, სტრატეგია მზად არის, ჯარისკაცები მზად არიან. ამას უბრალოდ დრო სჭირდება და სულ ეს არის“, - განაცხადა კადიროვმა.

მისი თქმით, თუ „აზოვსტალში“ ბოევიკები დადებენ იარაღს, „რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა, უმაღლესი მთავარსარდლის ხელმძღვანელობით, მიიღებს საუკეთესო, სწორ გადაწყვეტილებას მათთვის“.

შეგახსენებთ, კადიროვმა მსგავსი შინაარსის სიტყვები 19 აპრილსაც განაცხადა - „მინდა, სასიამოვნო ინფორმაცია გახაროთ, მარიუპოლში „აზოვსტალს“ დღეს ავიღებთ“.

ამავე თემაზე:

🔴 „ბუზი არ გაფრინდეს“ - პუტინმა „აზოვსტალზე“ თავდასხმის გაუქმება ბრძანა - რუსული მედია

🔴 შოიგუმ პუტინი მარიუპოლის აღების შესახებ მოატყუა - უკრაინული მედია

🔴 ემუქრება თუ არა გადადგომა შოლცს უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდებაზე უარის თქმის გამო - Spiegel

🔴 21 000 რუსი ჯარისკაცი, 2 118 ჯავშანტექნიკა - უკრაინის გენშტაბი რუსული არმიის დანაკარგზე უახლეს ინფორმაციას ავრცელებს

🔴 „პუტინთან მოლაპარაკება ნიანგთან ურთიერთობას ჰგავს“ - ბორის ჯონსონი